„რეალი“ და „სიტი“ სუპერ ვარსკვლავებს გაცვლიან?

ბრიტანული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალსა“ და მანჩესტერ „სიტის“ შორის ამ ზაფხულს შესაძლოა ვარსკვლავური ბარტერი შედგეს.


ხოსეპ გვარდიოლას ინტერესი როდრიგო გოეშის მიმართ ძალიან დიდია, მაგრამ მადრიდის „რეალი“ ბრაზილიელი ფეხბურთელის გაყიდვის კატეგორიული წინააღმდეგია, სწორედ ამიტომ, მანჩესტერული მხარე ალტერნატიულ ვარიანტს ეძებს.

ჯერ კიდევ 2 კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ფლორენტინო პერესი ტონი კროოსის შემცვლეზე არ იზრუნებდა და ერთადერთი ფეხბურთელი, რომლითაც ის გერმანელს ჩაანაცვლებდა როდრი იყო. „რეალს“ ძალიან მოსწონს „სიტის“ ესპანელი ნახევარმცველი და მიიჩნევს, რომ გერმანელი ლეგენდის სრულფასოვან ჩანაცვლებას სწორედ ის შეძლებს.

ახლა „სიტი“ დიდი დილემის წინაშე დგას. როდრი გვარდიოლას ნახევარდაცვის ლიდერია, თუმცა ერთადერთ გასაღებს წარმოადგენს „რეალთან“ კომუნიკაციის წარმატებით დასრულებაში.

გავრცელებული ცნობების მიხედვით, ევროპის ჩემპიონატისა და კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ, მხარეებს შორის გაცვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შედგება, თუმცა რა შედეგით დასრულდება ეს ყველაფერი არავინ იცის. dle 10.1

  • Bernabeu
  • 10 ივნისი 2024
  • 16216
  • 2

1

10 ივნისი 2024 11:31

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1946
გაცვლა არა დემბელე კიდე გოეში რეალში იქნება დითხანს 1 წელიწადში ვირცი მოვა

2

11 ივნისი 2024 11:29

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 30
გააჯმეინეთ რა როდრის.. მაგის ადგილი რეალში, არ არის!!!

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 24
2 სორლოტი 23
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 19

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2024 (5)
ივნისი 2024 (379)
მაისი 2024 (385)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)