პეპე RealMadrid.Com-თან

სამეფო კლუბის პორტუგალიელი მცველი, პეპე მადრიდის რეალის ოფიციალური ვებ-გვერდის ჟურნალისტს შეხვდა და ინტერვიუ მისცა. "ბლანკოსის" 3-იანი სრულიად არის გამოჯანმრთელებული და მზადაა დაეხმაროს გუნდს...


თქვენ უკვე მოიშუშეთ ტრავმა და ვარჯიშებიც დაიწყებთ, როგორ ფიქრობთ ოსასუნასთან მატჩისთვის 100 %-ით ხართ მზად?

დიახ, მე ტრავმა მოვიშუშე და შემიძლია დავეხმარო ჩემ საყვარელ კლუბს. მოუთმენლად ველი ბერნაბეუზე კიდევ ერთხელ გასვლას და მატჩის ჩატარებას.

რას ეტყვით გულშემატკივრებს, რომლებიც მუდამ თქვენს გვერდით არიან?

სიტყვებით ვერ გადმოვცემ თუ რა გრძნობა მეუფლება, როდესაც მათ მხარდაჭერას ვგრძნობ, მათთვის ჩემი საჩუქარი, ბერნაბეუზე გასვლა და მაღალ დონეზე თამაში იქნება, ამას აუცილებლად გავაკეთებ თანაც ძალიან მალე. მე თითოეულ ფანს უდიდეს პატივს ვცემ და მადლობას ვუხდი.

გუნდი სეზონის პირველი მატჩის მოგებას საკუთარ მოედანზე შეეცდება...

დიახ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ბერნაბეუზე, კარგი იქნებოდა, რომ მალიორკასთანაც მოგვეგო, მაგრამ ყოველთვის ისე არ ხდება ყველაფერი როგორც გვსურს, მთავარია ძალების მაქსიმალური კონსენტრაცია და მაქსიმუმის გაღება.

პეპე: RealMadrid.Com-თან


როგორ აპირებთ ვალტერ პანდიანისა და არანდას შეჩერებას?

ორივე შემტევი უმაღლესი დონისაა და ჩვენ მათ არ უნდა მივცეთ საკუთარი თამაშის შემოთავაზების საშუალება და უნდა ჩავკეტოთ ისინი. საერთოდ პამპლონელებს კარგი გუნდი ჰყავთ და მათი დამარცხება არც ისე იოლია, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ ბურთზე კონტროლი.

რას იტვყით ჟოზე მოურინიოსა და მისი ფორმაციის "რეალზე"?

ჩემი თანამემამულე განსხვავებული მწვრთნელია, ძალიან ბევრი აზრით, რაც ძალიან კარგია, იგი მწვრთნელობისთვისაა დაბადებული და გამარჯვებულის სული უდგას. მისი მწვრთნელობა არის ძალიან კარგი გამოცდილება ჩვენი გუნდის ნებისმიერი ფეხბურთელისათვის, რეალი ყველაფერს გააკეთებს ტიტულების მოსაპოვებლად.

ჩემპიონთა ლიგა მოახლოვდა, რას იტყვით მილანზე, ოსერსა და აიაქსზე?

არც ისე იოლ ჯგუფში მოვხვდით და გასვლა არ იქნება იოლი, მაგრამ ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლიათ და "ბლანკოსი" ჯგუფს წარმატებით დაძლევს, ჩვენ გავახარებთ გულშემატკივრებს. dle 10.1

  • Hala
  • 9 სექტემბერი 2010
  • 1493
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)