ანჩელოტი:„მე მყავს მსოფლიოს საუკეთესო გუნდი“

კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოგების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„როდესაც მეტოქეს შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას აძლევ, რისკები იზრდება. პირველ ტაიმში „დორტმუნდი“ მაღალ დონეზე იდგა, სწორედ ამიტომ, გასახდელში ფეხბურთელებს ავუხსენი, რომ მეტოქისთვის შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება არ უნდა მიეცათ.“

„ამ სეზონს 10 ქულიანი სისტემით 10 ქულით შევაფასებდი. ეს იყო უნაკლო გამოსვლა, სადაც გუნდმა ყველა გამოწვევას სათანადო პასუხი გასცა.“

„მერწმუნეთ, ოჯახში მუშაობა გაცილებით უკეთესია, ვიდრე ინდუსტრიაში. ჩვენ ვართ დიდი ოჯახი, რომელიც დიდი მიზნების ირგვლივ არის გაერთიანებული.“

„ტონი კროოსს „რეალის“ გულშემატკივრები აფასებენ, არამხოლოდ საფეხბურთო კლასით, არამედ მიდგომებით და პროფესიონალიზმით. ვფიქრობ, გერმანელის წასვლა ადრეა, თუმცა მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ.“

„შემადგენლობა ძალიან ძლიერია. ვამაყობ, რომ ახალგაზრდები გამოცდილ მოთამაშეებს უსმენენ, ეს არის წარმატების გასაღები.“

„ენთუზიაზმი არ შემეცვლება. ვეცდები, ჩემპიონთა ლიგა კიდევ მოვიგო. ამ ტურნირზე უდიდესი გამოცდილება მივიღე, როგორც ფეხბურთელის, ასევე მწვრთნელის რანგში.“

„ხვალ გულშემატკივრებთან ერთად ვიქნებით და ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვიზეიმებთ, შემდეგ კი დასვენების დროა.“

„მბაპე? კილიანმა იცის, რომ სამეფო კლუბი მსოფლიოში საუკეთესოა. ამ ეტაპზე ფრანგზე საუბარს არ ვაპირებ, რადგან ჩემპიონთა ლიგის ფინალს ვაფასებთ.“

„ახალ სეზონში უდიდესი გამოწვევის წინაშე ვდგებით, რადგან „რეალს“ 7 ტურნირზე მოუწევს ასპარეზობა. ეს არის საოცარი შანსი იმისა, რომ ძალიან წარმატებულები ვიყოთ. ვიბრძოლებთ, როგორც ევროპის სუპერთასისთვის, ასევე ესპანეთის სუპერთასისთვის, ყოველწლიური ტურნირებისა და ფიფას საკლუბო ჩემპიონატისთვის.“

„მე მყავს კონკურენტუნარიანი გუნდი, რომელსაც ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია. მთავარი ეს არის. ვერასდროს ვიქნები დაძაბული, როდესაც ამდენ გულანთებულ ფეხბურთელს ვხედავ.“ dle 10.1

  • Hala
  • 2 ივნისი 2024
  • 3753
  • 1

1

2 ივნისი 2024 14:59

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1946
ოჯახს გაუმარჯოს

ერთ დიდ ოჯახს გაუმარჯოს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 24
2 სორლოტი 23
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 19

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2024 (378)
მაისი 2024 (385)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)