შესაძლოა რონალდო მოედანს ვადაზე ადრე დაუბრუნდეს

როგორც ესპანური პრესა იუწყება, შესაძლოა კრიშტიანო რონალდომ ტრავმა დროზე ადრე მოიშუშოს და მოედანს გათვალისწინებულ ვადაზე ადრე დაუბრუნდეს. ასე, რომ სრულიად შესაძლებელია, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, მადრიდის "რეალს" საჩემპიონთა ლიგო დაპირისპირებაში დაეხმაროს, რომელსაც ესპანური გრანდი ამსტერდამის "აიაქსის" წინააღმდეგ გამართავს.


როგორც მოგეხსენებათ, პორტუგალიელმა "ვინგერმა", ტრავმა ლა ლიგის გახსნით მატჩში მიიღო, რომელიც მადრიდელმა ფეხბურთელებმა, "მალიორკას" წინააღმდეგ გამართეს. ესპანელი მედიკოსების პირველადი დასკვნა ცოტა არ იყოს და საგანგაშო გამოდგა მადრიდელი ინჩასებისთვის... ექიმები აცხადებდნენ, რომ კრიშტიანოს მინიმუმ 3 კვირა მოუწევდა დასვენება, თუმცა როგორც სჩანს საქმე არ ისე სერიოზული გამოდგა, როგორიც თავიდან გამოიყურებოდა. რონალდო რეაბილიტაციის პროცესს საკმაოდ სწრაფად გადის, შესაძლოა მან ამსტერდამის "აიაქსის" წინააღმდეგაც მოახერხოს თამაში.

როგორც AS-ის ჟურნალისტები იტყობინებიან, რონალდო, გამოჯანმრთელების მეორე სტადიაზეა, ხოლო მიმდინარე კვირის ბოლოს, იგი მიღებულ ტრავმას სრულად მოიშუშებს. ასე, რომ დიდი შანსია კრიშტიანო მოედანს დაგეგმილზე ადრე დაუბრუნდეს.


ინფორმაციის წყარო: As.com

ავტორი: Kevlisha
dle 10.1

  • kevlisha
  • 9 სექტემბერი 2010
  • 2002
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)