ნაჩო:„ჩემპიონთა ლიგის თასს „დორტმუნდს“ ვერ დავუთმობთ“

ნაჩო ფერნანდესმა „დორტმუნდთან“ ფინალური შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ჩვენ დიდ პატივს ვცემთ მეტოქეს, რომელმაც დიდი ბრძოლა გამოიარა და დღეს ლონდონში იმყოფება, თუმცა ჩემპიონთა ლიგის თასს ვერავის დავუთმობთ. მადრიდში მე-15 თასით უნდა დავბრუნდეთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.“

„თავდაჯერებულები ვართ. არ გვაკლია მოტივაცია და გვჯერა გამარჯვების. „რეალისთვის“ არასდროს არის ზედმეტი ტიტულები.“

„ლეგენდა, როგორიც პაკო ხენტოა, მართლაც საოცარ ციფრებს გვთავაზობს. ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ევროსარბიელზე მეექვედ გავიმარჯვებ და მის შედეგებს გავახსენებ ხალხს.“

„ხალხისთვის ეს დღე ამაღელვებელია. ჩემპიონთა ლიგის ფინალი რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ინტერესს იწვევს. ჩვენ თავდაჯერებულები ვართ და მაქსიმალურად ვცდილობთ, სიმშვიდე შევინარჩუნოთ. ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის მთელი კვირის მანძილზე განსაკუთრებულად ვემზადებოდით, ახლა კი მოსაგებად მზად ვართ.“

„გუნდს არაერთი რთული მომენტი ჰქონდა, მაგრამ გამოსავალი ყოველთვის იძებნებოდა. თუ ტერზიჩის გუნდი პრობლემებს შეგვიქმნის, ჩვენ აუცილებლად გამოვავლენთ ხასიათს.“

„როდესაც „რეალის“ მოთამაშე ხარ და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გიწევს მონაწილეობის მიღება, შენი პასუხისმგებლობა ორმაგდება. ვფიქრობ, ამისთვის ყველა მზად ვართ, ვინაიდან გუნდში არაერთი გამოცდილი ფეხბურთელი ასპარეზობს.“

„ბოლო წლებში „ბლანკოსმა“ არაერთი ფინალი მოიგო და გამონაკლისი არც ლონდონური ფინალი იქნება. ჩვენ ვითავისებთ, რამდენად დიდ გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ. გვჯერა საკუთარი შესაძლებლობებს და ვპირდებით ქომაგებს, რომ ბოლომდე დავიხარჯებით.“ dle 10.1

  • Hala
  • 1 ივნისი 2024
  • 630
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 24
2 სორლოტი 23
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 19

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2024 (36)
ივნისი 2024 (379)
მაისი 2024 (385)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)