მოდრიჩი:„ეს ფინალი ჩემთვის განსაკუთრებულია“

ლუკა მოდრიჩმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„მართალია, ამ სეზონში გაცილებით ნაკლები ვითამაშე, მაგრამ გუნდს არაერთ გადამწყვეტ მომენტში დავეხმარე. ჩემს აქტივში მაინც ბევრი შეხვედრა ჩაიწერა. მაქსიმალურად ვცდილობდი, მაღალი პროფესიონალიზმი გამომეჩინა, მუშაობა გამეგრძელებინა და ახალგაზრდა ფეხბურთლებისთვის მაგალითი მიმეცა. მადრიდის „რეალი“ ყოველთვის ყველაფერზე მაღლა დგას და მთავარი გუნდური ინტერესის გათვალისწინებაა.“

„ხანდახან ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეექვსედ მოგება ნამდვილი საოცრება იქნება. მე ამასთან ახლოს ვარ და ბოლომდე დავიხარჯები წარმატების მისაღწევად.“

„„უემბლი“ სანახაობრივი სტადიონია. ყოველთვის სასიამოვნოა ლონდონში ყოფნა, აქ წლების მანძილზე ვცხოვრობდი და ბედნიერი ვიყავი.“

„გუნდი ყოველთვის იბრძვის, ყოველთვის პოულობს დაბრუნების გზებს. ეს არის შემართება, რომელსაც სწავლობ მაშინ, როდესა „ბლანკოსის“ წევრი ხდები.“

„ზოგიერთი მიიჩნევს, რომ „ბლანკოსი“ ფავორიტია, თუმცა მე და ჩემი ყველა თანაგუნდელი მივიჩნევთ, რომ შანსები თანაბარია და დიდი ბრძოლა მოგვიწევს. მოედანზე აბსოლუტური კონცენტრაციით გავალთ.“

„ჩემი ცხოვრება მადრიდის „რეალია“. პირობას ვდებ, თუ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ, კიდევ უფრო მეტი ემოციით აღვნიშნავ, ვიდრე წინა თასებს.“ dle 10.1

  • Hala
  • 1 ივნისი 2024
  • 19447
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 24
2 სორლოტი 23
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 19

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2024 (36)
ივნისი 2024 (379)
მაისი 2024 (385)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)