ანჩელოტი:„კარს კურტუა დაიცავს, ჩვენ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ“

სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ „დორტმუნდთან“ ფინალური მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„მადრიდის „რეალი“ ფინალისთვის კარგად მოემზადა. ჩვენ გვქონდა შესაბამისი დრო და ახლა ყველაფერი მოედანზე უნდა გადავიტანოთ. ზუსტად ვიცით, რა დონის გუნდია „დორტმუნდი“ და რამხელა გზა გაიარა ფინალამდე, თუმცა თავდაჯერებულობა არ გვაკლია და ვეცდებით, გავიმარჯვოთ.“

„როდრიგო გუნდისთვის ყველაფერს გასცემს. ბრაზილიელი ფეხბურთელი ძალიან მოტივირებულია და მთელი ყურადღება ფინალზე აქვს გადატანილი. სამხრეთ-ამერიკელის წასვლა? ამაზე საუბარი ზედმეტად მიმაჩნია, ის ჩვენ ძალიან გვჭირდება. თუ გოეში გუნდს დატოვებს, ჩვენ შეტევაში სერიოზულ რესურსს დავკარგავთ, რაც არ შედის „ბლანკოსის“ გეგმებში.“

„ფინალში ტიბო კურტუა ითამაშებს. ანდრეი ლუნინს ვირუსი ჰქონდა, ის ლონდონში შაბათს ჩამოვა.“

„ფინალის წინ მოთამაშეებს მივცემ მკაფიო წარმოადგენებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ითამაშონ ბორუსიელთა წინააღმდეგ. ჩვენ გვჭირდება ხარისხიანი ფეხბურთის თამაში და თავგანწირვა. ზუსტად ვიცით, რომ ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, თუმცა ჩემპიონობისთვის ყველა ბარიერის დაძლევაა საჭირო.“

„„უემბლი“ ისტორიული სტადიონია. ვამაყობ, რომ ჩემი გუნდი კიდევ ერთ ისტორიულ შეხვედრას ჩაატარებს.“

„ისტორია, ტრადიცია, ხარისხი, სწორედ ეს არის „რეალი“ და ამხელა წარმატებები შემთხვევითობას არ წარმოადგენს.“

„მოთამაშეთა ამ თაობამ საოცარი შედეგები აჩვენა. შემადგენლობაში მყავს რამდენიმე ფეხბურთელი, რომელსაც მეექვსედ შეუძლია ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვა.“

„ეს არის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან დაპირისპირებაზე. მადრიდის „რეალმა“ ყველაფერი უნდა გაიღოს ოქროს მედლების მოსაპოვებლად. ჩვენ გვჯერა გამარჯვების.“ dle 10.1

  • Hala
  • 1 ივნისი 2024
  • 4757
  • 1

1

1 ივნისი 2024 14:35

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1949
ანუ გააფსი პეპო რა როდრიგო დიდიხნით მადრიდელია

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 24
2 სორლოტი 23
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 19

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2024 (36)
ივნისი 2024 (379)
მაისი 2024 (385)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)