ინტერი კაკასადმი ინტერესს უარყოფს

დღეს იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინტერი მილანისთვის სამაგიეროს გადახდას აპირებდა. ყველას კარგად მოეხსენება, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ერთი სეზონის განმავლობაში მილანის ღირსებას დაიცავს. ბარსელონაში გადასვლამდე კი შვედი ფეხბურთელი ინტერში ასპარეზობდა. იტალიური პრესის ცნობით კი ლურჯები სამაგიეროს გადახდას კაკას შეძენით აპირებენ.


კაკა სამეფო კლუბში 65 მლნ. ევროდ გადავიდა, თუმცა პირველ სეზონში თავისი შესაძლებლობების გამოვლენაში ბრაზილიელს ხშირმა ტრავმებმა შეუშალეს ხელი, საბოლოოდ ფეხბურთელმა ოპერაცია გაიკეთა და ახლა ყველა ელოდება ძველ კაკას. მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა კაკა იტალიაში დაბრუნებას უახლოეს მომავალში არ აპირებს და ხმებიც მისი ტრანსფერის შესახებ, ჟურნალ-გაზეთების მიერ შეთხზული მორიგი ჭორი აღმოჩნდა.

მორატის პოზიცია კი ასეთია: "დილის გაზეთებში წავიკითხე ამ ტრანსფერის შესახებ და მომეწონა კიდეც ეს იდეა, თუმცა მისი განხორციელება არა თუ რთულია, არამედ შეუძლებელია."

კაკას გაშვებას არც სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა აპირებს, როდესაც გუნდში ჟოზე მოურინიო მოვიდა, განაცხადა, რომ კაკა ხელშეუხებელია, მისი გუნდის გამთამაშებელი კი - სწორედ ბრაზილიელი იქნება და არა რომელიმე სხვა ფეხბურთელი. მიუხედავად ამისა პერესმა თავი დაიზღვია და კლუბში ორი პერსპექტიული ფეხბურთელი: კანალესი და ოზილი მოიყვანა. ეს ფაქტი სულაც არ ანაღვლებს მოურინიოს. მისი კიდევ ერთი განცხადების მიხედვით ახალგაზრდა მოთამაშეები ერთმანეთს კონკურენციას კაკას გამოჯამრთელებამდე და ფორმაში ჩადგომამდე გაუწევენ, ამის შემდეგ კი ძირითადში ადგილს ბრაზილიელი დაიკავებს.

ბრაზილიელი აგრეთვე გულშემატკივრების ფავორიტია და ყველა მისგან იმ თამაშს ელოდება, რომლითაც თავი მსოფლიოს მილანში ასპარეზობისას გააცნო. სავარაუდოდ არც პერესს სურს მისი გაყიდვა. 65 მლნ. ევროს რეალის პრეზიდენტი წყალში არ გადაყრიდა და ფეხბურთელს კიდევ მისცემს იმის შანსს, რომ დაამტკიცოს თავისი მაღალი კლასი.

ინფორმაციის წყარო: EuroSport.Com dle 10.1

  • SunSay
  • 8 სექტემბერი 2010
  • 1544
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)