ანჩელოტი:„ჩვენ ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი გიგანტი უნდა დავამარცხოთ“

კარლო ანჩელოტიმ „ბაიერნთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...

„ხვალ „რეალის“ კარის უსაფრთხოებაზე ანდრეი ლუნინი იზრუნებს. ტიბო კურტუა დაბრუნდა, თუმცა მას სჭირდება გარკვეული დრო იმისთვის, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია წარმოადგინოს.“

„„რეალი“ და „ბაიერნი“ თანაბარ სიტუაციაში არიან, ვინაიდან პირველი შეხვედრა ფრედ დასრულდა.“

„ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ისტორიას და ტრადიციებს, რომელიც „რეკორდმაისტერში“ არსებობს. „ბაიერნი“ ძალიან დიდი გუნდია.“

„ჩვენ გვჭირდება უშეცდომო თამაში და მაქსიმალური ტაქტიკური განსწავლულობა. თუ მომენტებს გამოვიყენებთ, ფინალში გავალთ.“

„10 წელი „ლა დესიმას“ მოგებადან? დიახ, ეს სიმბოლური თარიღია. მიხარია, რომ იმ გუნდის ნაწილი დღეს კვლავ ჩვენთან ერთად არის.“

„დღეს ჩვენი გუნდის ლიდერები არიან მოდრიჩი, კროოსი, ნაჩო, კარვახალი, ვასკესი და სხვები, ახალგაზრდებს კი მათგან ბევრი რამის სწავლა შეუძლით.“

„მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების, რადგან ჩვენ „რეალი“ ვართ. აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. არ გვაქვს უფლება იმისა, რომ ხვალ ცუდ ხასიათზე ვიყოთ.“

„ხვალინდელი ღამე წარმოუდგენელი იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ. ჩვენ გვაქვს თავდაჯერებულობა და გვჯერა, რომ საოცარი მატჩის მომსწრენი გავხდებით.“

„ჩემი ურთიერთობა მიუნხენის „ბაიერნთან“ შესანიშნავია, თუმცა ახლა მათი მხარდაჭერა არ მაქვს. სწორედ ამიტომ სხვადასხვა გზას ვადგავართ.“

„ბელინგემის და ჰარი კეინის მომენტი? როგორც ვიცი, მათ შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ, ვინაიდან ინგლისის ნაკრებში ერთად თამაშობენ.“

„მე არ მჭირდება გუნდი ერთიანი იდენტობის გარეშე. მთელი კარიერის მანძილზე ერთსა და იმავე პოზიციას ვატარებ. მწვრთნელი ყოველთვის უნდა მოერგოს ფეხბურთელებს და არა პირიქით. სწორედ ეს არის წარმატების საიდუმლო.“

„„რეალი“ კროოსის და მოდრიჩის გარეშე? სიმართლე გითხრათ, ამაზე ჯარ არ ვფიქრობ, რადგან ორივე ჩემს განკარგულებაშია. გეთანხმებით, მუდმივი ვერაფერი იქნება, მაგრამ ჩვენ უნდა დავტკბეთ დღევანდელობით. ისინი ერთად ხშირად აღარ თამაშობენ, თუმცა მოედანზე ხშირად აკეთებენ საკუთარ საქმეს. ერთად თამაში ამ სეზონში რამდენჯერმე დაფიქსირდა და ძალიან კმაყოფილი ვიყავი.“

„ჩემი დრო „ბაიერნში“? ეს უკვე ძველი ისტორიაა. გარკვეული უთანხმოებები იყო, რასაც ჩემი წასვლა მოყვა, ვინაიდან მე მქონდა მკაფიო იდეები, რომელსაც ვერ გადავუხვევდი, თუმცა არასდროს დაკარგულა პატივისცემა. როგორც უკვე გითხარით, მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელობასთანაც ახლაც შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს.“ dle 10.1

  • Hala
  • 7 მაი 2024
  • 3142
  • 14

1

7 მაი 2024 15:47

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9057
აბა შენ იცი კაი 0-0 ზე ვითამაშოთ, იქნებ და პენლებში გაგვივარდეს

2

7 მაი 2024 17:16

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 374
ერთმა მითხრა დღეს რო რეალმა შეიხებს ლიგა დაუთმო მბაპეს გამოო წელს

3

7 მაი 2024 17:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2654
ციტატა: kontaqti
აბა შენ იცი კაი 0-0 ზე ვითამაშოთ, იქნებ და პენლებში გაგვივარდეს

სიტის და ბაიერნს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ყველაფერი ხდება და მითუმეთეს მეტოქე ბაიერნია წინასწარ რა დასკვნა უნდა გამოიტანო, მაგრამ ბერნაბეუზე რეალი დადგება და თავის დაცვას შეეცდება მარტო ეგ არი სისულელე, გასვლაზე შეიძლება მაგრამ ბერნაბეუზე სიტისთანაც კი არ ითამაშეს დაცბითი ფეხბურთი. წინა თამაში ისეთი შედეგით დასრულდა თითქოს არც არაფერი მომხდარა, ორი ფინალი აქვს ჩასატარებელი რეალს, ერთი ბაიერნთან და მომდევნო ვინც იქნება იმასთან.

4

7 მაი 2024 17:50

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9057
ციტატა: Axl

რავიცი ბოლო წლების ერთ ერთი ყველა სუსტია რეალიც და ბაიერნი. ვგულისხმობ ერთმანეთს როცა გადაეყარნენ და არ მინდა რეალი დაცვაში დადგეს ისე როგორც ამას წელს ლიგაზე ყველასთან აკეთებს

5

7 მაი 2024 18:08

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 374
რაის რეალი სუსტია ძმა მართა ამბობ?

6

7 მაი 2024 18:33

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9057
ციტატა: Guti14
რაის რეალი სუსტია ძმა მართა ამბობ?

ძლიერები ვართ კი სვარკაში

7

7 მაი 2024 19:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2654
ციტატა: kontaqti
რავიცი ბოლო წლების ერთ ერთი ყველა სუსტია რეალიც და ბაიერნი. ვგულისხმობ ერთმანეთს როცა გადაეყარნენ და არ მინდა რეალი დაცვაში დადგეს ისე როგორც ამას წელს ლიგაზე ყველასთან აკეთებს

ლაიფციგთან უბრალოდ მოდუნდნენ და იმიტო დსიძაბა ცოტა სიტუაცია, სიტისთან სხვანაირად ვერ ითამაშებ თუ გინდა დაამარცხო ეგ გუნდი დაცვით მოუგებ, რაც ინტერმა ვერ გააკეთა რეალმა მოახერხა. აი ბაიერნის უპირატესობაზე რო საუბრობენ კიდე რა ლოგიკით? თამაშს ვუყურე თავიდან ბოლომდე. ბევრმა დაწერა ბაიერნს უპირატესობა ჰქონდაო, 52-48 ზე ბურთის ფლობა რა უპირატესობაა, ან კარში 1 ით მეტი დარტყმა და 1 ით მეტი კუთხური? რეალი ბაიერნს თანაბრად ეთამაშა თან ალიანს არენაზე. ბერნაბეუზე რეალის იქნება თამაში სხვსნაირად ვერ იქნება.

8

7 მაი 2024 20:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9057
ციტატა: Axl
ლაიფციგთან უბრალოდ მოდუნდნენ და იმიტო დსიძაბა ცოტა სიტუაცია, სიტისთან სხვანაირად ვერ ითამაშებ თუ გინდა დაამარცხო ეგ გუნდი დაცვით მოუგებ, რაც ინტერმა ვერ გააკეთა რეალმა მოახერხა. აი ბაიერნის უპირატესობაზე რო საუბრობენ კიდე რა ლოგიკით? თამაშს ვუყურე თავიდან ბოლომდე. ბევრმა დაწერა ბაიერნს უპირატესობა ჰქონდაო, 52-48 ზე ბურთის ფლობა რა უპირატესობაა, ან კარში 1 ით მეტი დარტყმა და 1 ით მეტი კუთხური? რეალი ბაიერნს თანაბრად ეთამაშა თან ალიანს არენაზე. ბერნაბეუზე რეალის იქნება თამაში სხვსნაირად ვერ იქნება.

თამაშს ვუყურებ თან ამბობ და თან უპირატესობა არ ქონია. ფლეშსკორით სხვანაირად ჩანს და საკმაოდ ბევრი ბურთი რომ გააფუჭეს ეს ფაქტი იყო. მარა მაინც ყველაზე უკეთ ბაიერნს ვეთამაშეთ. ლაიფციგმაც ლამის გამოგვაგდო და სიტიზე აღარ ვსაუბრობ საერთოდ, უსვარკესი იყო. ისე შემტევი თამაშებით არ უგებენ ხოლმე სითის თუ როგორაა საქმე?

9

7 მაი 2024 20:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2654
ციტატა: kontaqti
თამაშს ვუყურებ თან ამბობ და თან უპირატესობა არ ქონია. ფლეშსკორით სხვანაირად ჩანს და საკმაოდ ბევრი ბურთი რომ გააფუჭეს ეს ფაქტი იყო. მარა მაინც ყველაზე უკეთ ბაიერნს ვეთამაშეთ. ლაიფციგმაც ლამის გამოგვაგდო და სიტიზე აღარ ვსაუბრობ საერთოდ, უსვარკესი იყო. ისე შემტევი თამაშებით არ უგებენ ხოლმე სითის თუ როგორაა საქმე?

აცილებულ ბურთებს რა აზრი აქ? უპირატესობა არ ჰქონია იმას
ვამბობ რო სერიოზული უპირატესობა არ ყოფილა და რეალიც ხშირად იყო ბურთით მეტოქის ნახევარზე და აკონტროლებდა. უპირატესობა არის რაც სიტიმ გააკეთა მოედანზე.

და სიტის შემტევი ფეხბურთით ვინ უგებს ხოლმე? ხოლმე ანუ ხშირად უგებენ? ამ სიტის არ ვიცი შემტევი ლაღი ფეხბურთით ვინ უგებს ისე რო ორი იმდენი არ გაუშვას, ან კონტრებზე უნდა ეთამაშო, ან ბურთი უნდა დაუჭირო. ბურთის დაჭერა კი სიტისთან რავიცი ვის შეუძლია რომელ გუნდს.

0-4 რო მოვუგეთ ბაიერნს ალიანს არენაზე, იქაც ჰქონდათ უპირატესობა ბურთის ფლობაშიც და დსრტყმებშიც, მაგრამმ კი განადგურდნენ, არაფერს არ ნიშნავს ეგ საერთოდ. მთავარი ისაა რსც გაწყობს ის შედეგი აიღო.

მაგის წინა თამაშში ხო საერთოდ, რამდენი მომენტი ჰქონდათ, მაგრან 1-0 მოვიგეთ ბერნაბეუზე.

10

7 მაი 2024 23:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1900
ვფიქრობ ანჩელოტიმ კარვახალი მილიტაო ფუდიგერი მენდი უნდა დდასვას ძირითადში კურტუაც გაასწორებდა არ მგონია ლუნინივით შეცდომები დაუშვას გამოცდილია მაინც

11

7 მაი 2024 23:33

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 6
ციტატა: bururjika madrid
ვფიქრობ ანჩელოტიმ კარვახალი მილიტაო ფუდიგერი მენდი უნდა დდასვას ძირითადში კურტუაც გაასწორებდა არ მგონია ლუნინივით შეცდომები დაუშვას გამოცდილია მაინც

მილიტაო ახალ დაბრუნებულია და ცოტა სარისკოა წინა თამაშშიც რამდენიმე სერიოზული შეცდომა ქონდა მე მგონია რო ნაჩო რუდიგერის წყვილი დაცვის ცენტრში ეხლა უკეთესი იქნება ვიდრე უთამაშებელი მილიტაოს ძალიან კარგი მცველია თუმცა ცოტა სარისკოა დღევანდელი მდგომარეობით მისი ძირითადში ყოფნა

12

7 მაი 2024 23:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1900
ციტატა: c.ronaldo

აუ რავი ამ ნაჩოსაც არ ვენდობი წინა თამაში ბევრი კვერცხობა შწცდომა დაუშვა

13

8 მაი 2024 02:26

კი შეცდომები ნაჩომაც დაუშვა მაგრამ პრაქტიკა მაინც მეტი აქვს ამ დროისთვის და რავი ვნახოთ რა და როგორ იქნება

14

8 მაი 2024 02:49

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 179
ციტატა: Guti14
ერთმა მითხრა დღეს რო რეალმა შეიხებს ლიგა დაუთმო მბაპეს გამოო წელს

Magari chkviani kacia damakavshire ra ragac kitxvebs davusvamdi siamovnebit :))))

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1

მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (228)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)