ბელინგემი:„„რეალი“ საუკეთესო ადგილია წარმატების მისაღწევად“

ჯუდ ბელინგემმა ჟურნალისტებთან ვრცელი და მრავლისმომცველი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც არაერთი საინტერესო საკითხი მიმოიხილა.


„თუ მომავალ წელს ამ დროს კვლავ შევხვდებით ერთმანეთს, მსურს, რომ კვლავ ნახევარფინალისტის სტატუსი მქონდეს, თუმცა უკვე ვფლობდე ჩემპიონთა ლიგის 1 თასს. ვოცნებობ, რომ „რეალსთან“ ერთად პირველივე სეზონში შევძლო სასწაული და მოვიგო ჩემპიონთა ლიგა.“

„არ მეგონა, რომ ასე სწრაფი სვლა მექნებოდა. მადრიდული გრანდი საუკეთესო ადგილია იმისათვის, რომ სასურველ შედეგს მიაღწიო. ეს არის დიდი გამოწვევა და შესაძლებლობა.“

„ფლორენტინო პერესმა წარმოადგინა პროექტი, რომელმაც მომხიბლა. აქ მოსვლაზე ბევრი არ მიფიქრია. ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლებოდა მიმეღო. დღეს ზუსტად ისე მოვიქცეოდი, როგორც ადრე. ვინაიდან არცერთი წამით არ ვნანობ გადადგმულ ნაბიჯებს.“

„მიზნები? მხოლოდ კოლექტიური მიზნები მამოძრავებს და მინდა, რომ გუნდთან ერთად ტიტული მოვიგო. მადრიდის „რეალი“ გამარჯვებისთვის ისწრაფვის. ინდივიდუალური ჯილდოები თავისით მოდის, როდესაც გუნდში წარმატებული ხარ. მადლიერი ვარ ყველა ადამიანის, ვინც ჩემს გამადრიდელებას ხელი შეუწყო. საამაყოა წარმოადგენდე გუნდს, რომელსაც მსოფლიოს საუკეთესოს სტატუსი აქვს.“

„ჩემი საუკეთესო პოზიცია? ეს არის პოზიცია, რომელიც მადრიდულ გრანდში მაქვს. კარლო ანჩელოტი სრულ თავისუფლებას მაძლევს, შემიძლია ვიყო მეტად კრეატიული, გოლზე ორიენტირებული, ასევე დავეხმარო უკანა ხაზს და გავაკეთო გამჭოლი გადაცემები.“

„„დორტმუნდში“ ცოტა უკან ვთამაშობდი, მაგრამ ანჩელოტიმ პოზიცია შემიცვალა და წინ თამაში მასწავლა. მე დღეს ძალიან წარმატებული ვარ, რაც იტალიელის დამსახურებაა.“

„მიუხედავად იმისა, რომ გუნდში შემადგენლობის მხრივ პრობლემები იყო, ჩვენ მივაღწიეთ სასურველ მიზანს და მოვიგეთ ლა ლიგა. ეს მარტივი არ იყო, რადგან გუნდს გამოაკლდა ტიბო კურტუა და მილიტაო, შემდეგ კი დავიდ ალაბა.“

„მიუნხენის „ბაიერნთან“ შეხვედრა? თუ გავიმარჯვებთ და ფინალში გავალთ, ჩვენი მოტივაცია პიკზე გავა. გვჯერა, რომ შეგვიძლია ევროსარბიელზე წარმატებას მივაღწიოეთ, ეს ჩემი ოცნებაა.“

„სასურველი მეტოქე ფინალში? ვერ გეტყვით, რადგან ფინალში გასული გუნდი ყველა ვარიანტში მძიმე ბარიერი იქნება. თუ „დორტმუნდს“ შევხვდებიტ, ჩემთვის ეს ემოციური იქნება.“

„კონკურენცია მბაპესთან? როგორც გითხარით, ჩემთვის მთავარი კოლექტიური ჯილდოებია და არ ვფიქრობ ინდივიდუალურ მიღწევებზე.“

„მბაპე „რეალში“? ეს კილიანი მადრიდისტა გახდება, მე ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ მივესალმები, რადგან ის ექსტრა კლასის შემტევია, რომელიც ნებისმიერ გრანდს დაამშვენებდა.“

„კლუბის ღირებულებები და იდენტობა აგებულია ისტორიაზე, ლეგენდებსა და ტრადიციებზე, რომელიც მადრიდში არსებობს. ეს არის დიდი საფეხბურთო ინსტიტუტი მზარდი მიზნებითა და ამოცანებით.“

„ის, რომ ფლორენტინო პერესმა კარლო ანჩელოტის კონტრაქტი გაუხანგრძლივა, სავსებით ლოგიკურია. ამ ეტაპზე იტალიელი ჩვენთვის იდეალურ გარემოს ქმნის.“

„ჰობი ფეხბურთს გარეთ? ძალიან მიყვარს ძილი.“

„„ელ კლასიკოში“ გატანილი 2 გოლი არასდროს დამავიწყდება, ის ჩემი ცხოვრების საუკეთესო წუთები იყო.“

„„სიტის“ სახით უდიდესი ბარიერი დავძლიეთ, მაგრამ ვაცნობიერებთ, რომ „ბაიერნი“ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და ბერნაბეუზე გადამწყვეტი 90 წუთი გველის. ჩვენ გვჯერა საკუთარი ძალების.“

„მოდრიჩი? ის ნამდვილი ლეგენდაა. ახალგაზრდა მადრიდისტებმა უნდა გამოიყენონ თითოეული დღე, რომელსაც ლუკა თეთრი მაისურით ატარებს, ის ყოველთვის გვიზიარებს გამოცდილებას.“

„კროოსი და ლუკიტა არიან საუკეთესო ფეხბურთელები, ვისთანაც ერთადაც მითამაშია, ისინი ყველაფერში სამაგალითოები არიან.“

„ჩემი საყვარელი ტიტული? მე „რეალის“ ფეხბურთელი ვარ, შესაბამისად, ყველაზე დიდ მნიშვნელობას ჩემპიონთა ლიგას ვანიჭებ.“

„ორელიან ჩუამენისთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, ჩვენ ერთი ინტერესი გვამოძრავებს, გვაქვს იდენტური ხედვები, მსგავსი ხასიათი და შემართება. ფრანგი შესანიშნავი და ძალიან კომფორტული ადამიანია.“ dle 10.1


1

7 მაი 2024 00:35

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2641
კაზემირო ალბათ თავ ბედს იწყევლის ეს რა გავაკეთეო. ტიპი იმენა ისტორიაში ერთ ერთი საუკეთესო იყო თავის პოზიციაზე და კარიერა დაისამარა თავისი ნებით! მოკვდა ძველი კაზემირო და ძველის დაბრუნება ამ მანჩესტერში არამგონია მოხდეს. შეიძლება ვერც სხვაგან

2

7 მაი 2024 00:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 348
KAZE DA VARANI IMIS MEOTXEDIC AR ARIAN RAC ZIZUS REALSHI IYVNEN

3

7 მაი 2024 12:40

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1996
ეჰეი ჯუდ......დიდი ეჭვი მაქვს,რომ რეალის ლეგენდა გახდები და არაერთ ოქროს ბურთს მოიგებ რეალის მაისურით.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (228)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)