ანჩელოტი:„ჩვენ ლა ლიგა მოვიგეთ, დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს“

კარლო ანჩელოტიმ „ბარსელონას“ და „ჟირონას“ მატჩის შემდეგ „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდთან ისაუბრა და „რეალის“ გულშემატკივრებს ლა ლიგის მოგება მიულოცა...


„სრულიად ფანტასტიკური სეზონის შემდეგ მადრიდის „რეალი“ ჩემპიონია. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, ისინი მთელი სეზონის განმავლობაში მხურვალედ გვიჭერდნენ მხარს. ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. ჩვენ ამოცანა შევასრულეთ.“

„ზეიმი ახლა არ იქნება, გულშემატკივრებს კარგად ესმით, რომ „რეალს“ „ბაიერნთან“ ძალიან მნიშვნელოვანი დაპირისპირება ელის. სწორედ ამიტომ გუნდი ლა ლიგის მოგებას მომდევნო უქმეებზე აღნიშნავს.“

„ბერნაბეუზე დაფიქსირებულ შედეგებს ლა ლიგის მოგებაზე უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ახალგაზრდა ფეხბურთელებს გამოცდილები მაქსიმალურად ეხმარებოდნენ. ეს არის გუნდი შესანიშნავი განწყობით და გარემოთი. მადრიდის „რეალში“ საოცარი ატმოსფეროა, ეს კი ყველა ფეხბურთელის დამსახურებაა.“

„საკვანძო მომენტი? არაერთი მნიშვნელოვანი მომენტი გავიარეთ, მაგრამ მე ვთვლი, რომ ორივე „ელ კლასიკოს“ მოგებამ ლა ლიგაში გადამწყვეტი როლი ითამაშა, ამაში კი ჯუდ ბელინგემს დიდი წვლილი აქვს შეტანილი.“

„12 ტიტული მადრიდის „რეალთან“ ერთად უკვე საოცრებაა, მაგრამ უკვე ვფიქრობ ლეგენდარული მიგელ მუნიოსის რეკორდის გაუმჯობესებაზე. აქ ყველაზე ბედნიერი ვარ და დიდი ხნის მანძილზე, კიდევ არაერთი ტიტულის მოგებას ვაპირებ.“ dle 10.1

  • Hala
  • 5 მაი 2024
  • 1151
  • 2

1

5 მაი 2024 14:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 11
მჯერა რო პაპა კარლო ჩემპიონთა ლიგის თასსაც შემატებს

2

5 მაი 2024 19:16

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2059
ვამოო ვამოოოოო
დიდი ხნით დარჩი გთხოოოოოვ 🙌🏻🙌🏻

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)