ხუან სანჩესი: ამ წელს რეალს ჩემპიონთა ლიგის მოგების დიდი შანსი ექნება

ესპანელმა საფეხბურთო ესქპერტმა, ხუან სანჩესმა, "რეალში" მიმდინარე მოვლენები მიმოიხილა და განაცხადა, რომ სამეფო კლუბს ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგების ძალიან დიდი შანსი აქვს, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვას ხელიდან, რადგან ასეთი შანსები ხშირი არ არის...


"წლევანდელი ჩემპიონთა ლიგა ერთგვარად შესუსტებულია და ეს დაღს აუცილებლად დაასვამს ხსენებულ ტურნირს. ის, რომ ლივერპული ჩემპიონატს მიღმა დარჩა ძალიან ცუდია, რადგან ინგლისელები ტრადიციულად ძალიან კარგად გამოდიან ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე."

"მადრიდის რეალს ამ სეზონში ძალიან დიდი შანსი აქვს თასის მოგების, რადგან მას გაცილებით ნაკლები კონკურენტი ჰყავს თასისთვის ბრძოლაში. მილანის "ინტერი" ჟოზე მოურინიოს გარეშე გუნდს აღარ ჰგავს და ჩემი აზრით იტალიელების მაქსიმუმი წელს ლიგის 1/4 ფინალი იქნება."

"ლონდონის არსენალი არ არის საჩემპიონო გუნდი, რადგან ამ კლუბში ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელი ფეხბურთელები ასპარეზობენ, ჩემპიონთა ლიგაზე კი გამოცდილებას ძალიან დიდი ფასი აქვს. წლევანდელი ლიგის ფავორიტები მადრიდის "რეალი", კატალონიის "ბარსელონა", იტალიის "მილანი" და ლონდონის "ჩელსი" იქნებიან. მანჩესტერ იუნაიტედის შანსები ძალიან მცირეა."

"ინტერი და ბაიერნი შარშანდელი ფინალისტები არიან და მათი შედეგის გამეორება ფაქტიურად გამორიცხულია. მთავარ ფავორიტად მაინც ბარსელონა და ჩელსი მიმაჩნიან, რადგან ეს გუნდები შესანიშნავ ფორმაში არიან და სათავეშიც იდეალური მწვრთნელები უდგათ. რაც შეეხება "ბლანკოსის" შანსებს, მოურინიოს ხელში ნებისმიერ გუნდს შეუძლია წარმატების მიღწევა, წელს ხსენებულ ტურნირზე ესპანელებს გაცილებით ნაკლები კონკურენტი ეყოლებათ და ვფიქრობ, ჟოზეს უკვე ნაფიქრი აქვს ამაზე. დიდი შანსია, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა აქცენტი სწორედ ჩემპიონთა ლიგაზე გადაიტანოს და ლა ლიგის მოგება მეორეხარისხოვანი გახდეს."

"ფლორენტინო პერესის გუნდს ამ წელს მართლაც დიდი შანსი ეძლევა და ეს შანსი აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული. ასეთი სეზონები ყოველთვის არ არის."

"ჩემპიონთა ლიგას ყოველთვის ჰყავს 8-9 ფავორიტი,რასაც ვერ ვიტყვით წლევანდელ სეზონზე. ვფიქრობ, ამ წელს ტურნირს გაცილებით ნაკლები ფავორიტი ჰყავს. თუ "ბლანკოსის" ფეხბურთელები ბარსელონასა და ჩელსის ბარიერს გადალახავენ, მათი ჩემპიონობა უეჭველი იქნება."

"რაც შეეხება მილანს. იბრაჰიმოვიჩისა და რობინიოს ტრანსფერების შემდეგ ეს გუნდი მართლაც დიდად გაუმჯობესდა. იტალიურ გრანდში გამოცდილი ფეხბურთელები ასპარეზობენ და ამ ყველაფერს ჩემპიონთა ლიგის გათამაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვნახოთ რას იზამენ მილანელები, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრით, თასის მოგების მთავარი სამი კანდიდატი სწორედ კატალონიის ბარსელონა, ლონდონის ჩელსი და მადრიდის რეალია." dle 10.1

  • Hala
  • 8 სექტემბერი 2010
  • 1418
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)