ანჩელოტი:„წარმატება ერთიანი სულისკვეთების შედეგია“

კარლო ანჩელოტიმ „კადისთან“ დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„მადრიდის „რეალს“ ლა ლიგაში ძალიან დიდი უპირატესობა აქვს და ეს თავისთავად მნიშვნელოვანია. ჩვენ გრძელი და გამოწვევებით სავსე სეზონი გვქონდა, რომელიც წარმატებით დავძლიეთ. ახლა „ბარსელონას“ შედეგს ველოდებით, შესაძლოა ჩემპიონობა დღესვე გავიფორმოთ, თუმცა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.“

„წინ ოთხშაბათის მატჩი გვაქვს, სწორედ ამიტომ არავითარი ეიფორია არ იქნება. „ბაიერნი“ ძალიან მაღალი დონის გუნდის და უდიდეს გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ.“

„ამ სეზონში ბევრი რამ შევცვალეთ. დავკარგეთ კურტუა, მილიტაო, შემდეგ ალაბა. ასევე არ მავიწყდება ვინისიუსის ტრავმები, თუმცა მთავარი ყოველთვის გუნდური სულისკვეთების გაზიარება იყო.“

„ბელინგემის როლი ამ სეზონში უდიდესი იყო. რად ღირს გოლები, რომელიც მან „ბარსელონას“ როგორც კატალონიაში, ასევე მადრიდში გაუტანა.“

„მილიტაო ახლა გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე გასულ კვირას. ასევე მნიშვნელოვანია კურტუას დაბრუნება, მან პირველივე შეხვედრაში აჩვენა, რა დონის მეკარეა.“

„ვინისიუსი და ჯუდი „ბაიერნის“ წინააღმდეგ საუკეთესო ფეხბურთს ითამაშებენ. მათ დასვენების საშუალება მივეცი და რიტმის შენარჩუნების მიზნით მეორე ტაიმში შემოვიყვანე.“

„ჩემი შვილი? დავიდე შესანიშნავად მუშაობს, თუმცა მას ეხმარებიან ფრანჩესკო, სიმონე, ანტონიო, მინო და სხვები. ჩვენ ერთიანი ძალებით ვაღწევთ წარმატებას.“

„გიულერს მომდევნო კარგი მატჩი ჰქონდა. მიხარია, რომ თურქი დიდ პროგრესს აჩვენებს და სათამაშო წუთებსაც იღებს. არდა ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს.“

„ჩემმა გუნდმა ამ სეზონში ძალიან ბევრი გოლის გატანა შეძლო და შეტევის ხაზს აბსოლუტურად ვერაფერს დავუწუნებთ.“ dle 10.1

  • Hala
  • 4 მაი 2024
  • 1048
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (214)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)