თითქმის 16 წლის შემდგომ

თითქმის 16 წლის შემდგომ
იგი მადრილენიოა, თავდასხმელი, რომელმაც საფეხბურთო გზა "ატლეტიკოს" კანტერაში დაიწყო და "რეალის" მაისური 17 წლის ასაკში ჩაიცვა...რაულ გონსალეს ბლანკო? ალვარო მორატა!


ამჟამად "მადრიდში" ორი ფორვარდია-იგუაინი და ბენზემა. მოურინიოს როგორღაც ინტერვიუში უთქვამს, რომ გუნდს პრობლემები შეექმნება თუ რომელიმე მათგანი ტრავმას მიიღებს. უკვე პირველი ტურის შემდგომ ფრანგი დაიტრავმა ნაკრების ვარჯიშზე და მწვრთნელს ფორვარდის ძიება კანტერაში მოუწია. მან იპოვა, ჯერ ძალიან ახალგაზრდა ბიჭი, 17 წლის. შესაძლოა იგი "ოსასუნასთან" მატჩში სათადარიგოთა სკამზე იჯდება, მაგრამ მისი მოედანზე გამოჩენის შანსები საკმაოდ დიდია.

მახსოვს, 2009-ის დეკემბერში იგი ჯერ პატარა ბავშვი იყო, რომელიც როგორც ყველა "მადრიდის" სხვადასხვა გუნდების წარმომადგენლები, პატარებიდან დიდებამდე, იღებდნენ მონაწილეობას საახალწლო როლიკში, სადაც ხალხს დამდეგ დღესასწაულებს ულოცავდნენ. ალვარო მორატა! ეს ბიჭი, 14 წლის ბავშვს წააგავდა, მაგრამ ნახევარი წლის შემდგომ-მას სულ სხვა ადამიანის შეხედულება აქვს. იგი გაიზარდა, დაკაცდა და გაძიერდა. თავის 17 წლის ასაკში მისი სიმაღლეა 191 სანტიმეტრი, წონა კი 82 კილოგრამი!

მას ბევრნაირად ეძახიან- მორატაგიმოვიჩი, მორატაუერი. არა, არა და კიდევ ერთხელ არა-ვალდებებასში ახალი მორიენტესი გაჩნდა-ყვირის ზოგი. ზოგმა კი ისიც გაიხსენა, რომ ასევე დიდი ნაბიჯებით იწყებდა თავის კარიერას..რაული. როგორც არ უნდა გასაკვირი იყოს, პარალელის გაყვანა შესაძლებელია. ორივე მადრილენიოა,-მაგრამ, ალვარო წარმოშობით საკმაოდ შემდგარ მირასიერიდანაა (იმავე რაიონში ცხოვრობს იგუაინიც)-ორივე თავდასხმელია, და, ყურადღება, ორივეს "ატლეტიკოს" წარსული აქვს.

ალვარო მორატამ, ისევე როგორც რაულმა, დაიწყო "ატლეტიკოს" ახალგაზრდულ გუნდებში, მაგრამ ეს მას არ უშლიდა ხელს "რეალის" გულშემატკივრობაში და მშობლებთან ერთად "სანტიაგო ბერნაბეუზე" სიარულში. დიახ, იგი იქ თამაშობდა კადეტა ბ-ს გუნდებამდე, შემდეგ გადავიდა "ხეტაფეს" კადეტა "ა"-ში. იქ იგი იპოვეს "მადრიდის" სკაუტებმა.

2010 წლის მთელი ზაფხულის მანძილზე მასზე ნადირობდნენ "ჩელსი", "მანჩესტერი", "ბაიერნი" და "ბაიერიც" კი, მაგრამ ყველამ მტკიცე უარი მიიღო საპასუხოდ. ბიჭი არ არის დაინტერესებული სხვაგან წასვლით. მას აქვს კონტრაქტი 2014 წლამდე და იგი ესპანეთის ნაკრების 19 წლამდელთა წევრია (ასევე იგი ასპარეზობდა 16 და 17 წლამდელთა ნაკრებებში). მას გარდა ყველაფრისა აქვს პირადი კონტრაქტი ნაიკთან-როგორც სერხიო რამოსს. dle 10.1

  • n1ka
  • 8 სექტემბერი 2010
  • 2057
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)