იგუაინი:"არგენტინამ წინ უნდა იყუროს"

იგუაინი:"არგენტინამ წინ უნდა იყუროს"
ჩუმი, წყნარი ხმა. იგი ფიქრობს რას ლაპარაკობს. იგი არ ჩქარობს. მას ესმის, რომ მატჩი, რომელიც ამ საღამოს საღამოს გაიმართება, მეგობრულზე მეტია. ეს გონსალო იგუიანია, რომლის იმედზეც დღეს მთელი არგენტინაა. ქვეყანა, რომელიც სამარცხვინოდ გამოვარდა მსოფლიო ჩემპიონატიდან, დღეს, იმავე ჩემპიონატის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. მიუხედავად იმისა, რომ პიპიტა ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი გახდა მუნდიალზე, სერხიო ბატისტას გუნდში მას არ აქვს გარანტირებული ადგილი ძირითად 11 ფეხბურთელს შორის, ყველაფრის თავიდან დამტკიცებაა საჭირო.


ამ დღეებში იკერ კასილასის მონაწილეობით უყურეთ ვიდეოს?

იგი მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა. იგი ფეხბურთის ვარსკვლავია და ვიდეოს ყურების საჭიროება არ არის.


თქვენ აძლევთ რჩევებს დიეგო მილიტოს? რომელიც ასევე თქვენი კონკურენტია ნაკრებში?

დიეგო-კიდევ ერთი ჩემპიონია. ვინ ვარ მე, რომ მას რჩევები ვაძლიო, იგი ისედაც მზად არის ნაკრების დასახმარებლად. მილიტო ასევე იმსახურებს 9 ნომრიან მაისურს ამ გუნდში.

ნაკრებში უკვე გადაიტანა მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნა?

ჩვენ რთულ პროცესში ვართ ჩართულნი, იმიტომ რომ ის, თუ როგორ გამოვარდა არგენტინა გერმანიასთან მარცხის შემდეგ, ყველასათვის მძიმე დარტყმა იყო. მე მწამს იმის, რომ მარადონამ გუნდს ბევრი მისცა, ახლა კი ჩვენთვის ყველაზე კარგია წინ ვიყუროთ. ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც ასევე მსოფლიოში საუკეთესონი არიან.


მაგრამ არგენტინული პრესა საკმაოდ ნეგატიურად საუბრობს ლეო მესიზე.


ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ მისგან ბევრს ელიან. მესი-ფანტასტიური ფეხბურთელია და ამაში ეჭვის შეტანა არ ღირს. ხალხმა იცის, თუ რა შეუძლია მას, რადგან აქაც უყურებენ ჩემპიონთა ლიგასა და ესპანეთის ჩემპიონატს, მაგრამ მისგან მეტს ელიან, ვიდრე რომელიმე სხვისგან. არსებობს რაღაც შიგნეული ნერვიულობა გუნდში, რადგან ჩვენ ყოველ მატჩში მაქსიმუმი უნდა ვაჩვენოთ, მაგრამ ეს სულაც არაა წარუმატებლობის საფუძველი, სულაც პირიქით.


შესაძლებელია ესპანეთის ნაკრების დამარცხება?

ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია. ესპანეთი ახლა კარგად თამაშობს. ისინი ერთი თავით არიან ყველა დარჩენილ გუნდძე ძლიერნი. მათი ფეხბურთი-ერთ-ერთი საუკეთესოა ამ სპორტის ისტორიაში.


და როგორ არის მათი დამარცხება შესაძლებელი?


მჯერა, რომ თუ არგენტინა პირველი ნომრით ითამაშებს და არ დაუშვებს შეცდომებს, ნებისმიერის დამარცხება შეეძლება. მთავარია, ყველაფერი გამოგვივიდეს.


ინფორმაციის წყარო: El Mundo dle 10.1

  • n1ka
  • 8 სექტემბერი 2010
  • 1553
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)