ანჩელოტი:,,ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება"

კარლო ანჩელოტიმ „ბაიერნთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.


„ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობდა, რომ მადრიდის „რეალი“ 1/2 ფინალში ვერ გავიდოდა, მაგრამ ჩვენ აქ ვართ და დიდი შემართებით თამაშს ვაპირებთ. ის, რომ მეტოქე „ბაიერნია“, ჩვენ დამატებით მოტივაციას გვაძლევს. წარსულის შედეგები არ მაინტერესებს, ხვალ ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყება.“

„„რეკორდმაისტერს“ ჩემპიონთა ლიგაზე დიდი ისტორია აქვს. პატივს ვცემთ „ბაიერნს“ და ამ გუნდის შესაძლებლობებს. რა თქმა უნდა, „არსენალთან“ დაპირისპირების ორივე მატჩი გავარჩიეთ და ბევრი დასკვნა გამოვიტანეთ.“

„ფერლან მენდი და დეივისი? მე მხოლოდ ვსაუბრობ ფეხბურთელებზე, რომლებიც „რეალის“ ღირსებას იცავენ. საბედნიეროდ, ფრანგი ფორმაში ჩადგა და „ალიანც არენაზე“ გუნდის დახმარებას შეძლებს.“

„როგორც „რეალს“, ასევე „ბაიერნს“ შეუძლია რამდენიმე ტაქტიკის გამოყენება. ორივე გუნდის რიგებში ირიცხებიან სწრაფი, ტექნიკური და საშემსრულებლო ოსტატობით დაჯილდოებული ფეხბურთელები.“

„გერმანული ცოტა დამავიწყდა (იცინის), თუმცა არ დამვიწყებია ის დრო, რომელიც მიუნხენში გავატარე, ეს შესანიშნავი ქალაქია.“

„ჩუამენი ძალიან საიმედოა. საინტერესოა, რომ „რეალი“ არ აგებს მაშინ, როდესაც ფრანგი მატჩს სასტარტო შემადგენლობაში იწყებს, თუმცა რა თქმა უნდა, ეს არ არის გადამწყვეტი.“

„არ ვიცი, ვინ დაიწყებს ხვალ სასტარტო შემადგენლობაში თამაშს, ამაზე კიდევ ვფიქრობ.“

„შესაძლოა ბერნარდუ სილვა „ბლანკოსს“ უცნაურ გუნდად მიიჩნევს, მაგრამ მე მასთან არაფერი მაქვს სათქმელი. ჩვენ ისტორიის წერად განვაგრძობთ.“

„ძალიან მიხარია, რომ ედერ მილიტაო დაბრუნდა, მას უდიდესი გამოცდილება დაუგროვდა და გუნდის დაცვის ლიდერია. ასევე მიხარია კურტუას წინსვლა. ბელგიელი მოედანზე გასვლას მალე შეძლებს. არ ვიცი, ითამაშებს თუ არა მილი „რეკორდმაისტერთან“, თუმცა მისი მოედანზე გასვლა შესაძლებელია.“

„ტუხელის სიტყვები გნაბრიზე? მე მჯერა, რომ ვინისიუსი ძალიან ბევრ მომენტს შექმნის.“

„ტომასს დიდ პატივს ვცემ, მან არაერთ გრანდში იმუშავა და წარმატებებსაც მიაღწია, დარწმუნებული ვარ, გერმანელი სპეციალისტი არაერთხელ გაიმარჯვებს.“

„მატჩის წინ ყველა ფეხბურთელს ვეტყვი, რომ ძალები ირწმუნონ. „რეალს“ შეუძლია წარმატების მიღწევა და ჩვენ ყველა მომენტში ბოლომდე ვიბრძოლებთ.“

„სიურპრიზები? ბევრ ცვლილებას არ ვგეგმავ. „რეალს“ ექნება გეგმა, რომელმაც წარმატებამდე უნდა მიგვიყვანოს.“

„შურისძიება? „ბაიერნის“ მიმართ ცუდი განწყობა არ მაქვს. დიახ, შეიძლებოდა ჩემი მეტ ხანს დარჩენა, მაგრამ თითოეული მატჩი, რომელიც გერმანიაში ჩავატარე კარგად მახსოვს.“ dle 10.1


1

29 აპრილი 2024 21:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 372
😉 | 29-წლიანი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ანჩელოტის არასდროს წაუგია ბაიერნთან 👊

2

29 აპრილი 2024 21:15

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1846
ციტატა: Guti14
😉 | 29-წლიანი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ანჩელოტის არასდროს წაუგია ბაიერნთან 👊

გააგრძელებს ის ხომ რეალის მწვრთნელია

3

29 აპრილი 2024 21:24

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 372
ციტატა: super vini.jr 20
ციტატა: Guti14
😉 | 29-წლიანი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ანჩელოტის არასდროს წაუგია ბაიერნთან 👊

გააგრძელებს ის ხომ რეალის მწვრთნელია

ხვალ მოსაგებია

4

29 აპრილი 2024 21:43

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9055
ისევ ის შემადგენლობა იქნება. იმედია არ წავაგებთ

5

29 აპრილი 2024 22:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 800
Xavi rogor mevaseba 5 mcvelit tamashobs valenciastan realma ise daashina:))))) yvelaze didi shenadzeni ki realistvis zafxulis satransfero fanjaraze xavis shenarchuneba iqneba:)))) momaval sezonshic unda vatirot rogorc bolo or tamashshi:)))) fexburti unda shevazizgot:)))))))

Xval ki kuleebistvis mdzime dgea da visac survili eqneba reali barcas chanawers vushovi msurvelebma piradshi momweret:)))(

6

29 აპრილი 2024 23:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 372
ამ ყვერს ადარებდნენ კურტუას რა ქნა ეს😆

არაუღო რა შიბლაა რუდიგირს ადარებდნენ😂😂და მბაეს შეჭამსო😂

7

29 აპრილი 2024 23:50

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 800
Girona meoreze unda gavides:)))))

8

30 აპრილი 2024 00:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 800
Barca mgoni ligistvis inaxavs tavs

9

30 აპრილი 2024 00:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 8
ისე საიდან მოიგონეთ რონბავარიას მუსიალი და სასტავი არ ყავთო?

10

30 აპრილი 2024 06:32

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 859
ციტატა: Guti14
ამ ყვერს ადარებდნენ კურტუას რა ქნა ეს😆

არაუღო რა შიბლაა რუდიგირს ადარებდნენ😂😂და მბაეს შეჭამსო😂

🤣🤣🤣🤣🤣შენ ადარებ არავინ არ ადარებს ამ საიტზე კი არა არსად შენს გარდა ფეხბირთელებს🤣🤣ერთი შენ და მეორე mamba რომელიც სულ შედარებას აკეთებს.კურტუამ არ ყლაპა ლივერპულთან🤣🤣🤣აუ ეს რა კაი ვინმეა ნეტა 3-4 ცალი იყო 😂😂😂
-----------------------
"ბოღმამ შეჭამა ადამიანი, ყველაზე საშიში და საცოდავი ბოღმიანი კაცია, თუ პატიება არ შეგიძლია კაცი არახარ, გაიგე?!"

ბატონი კახი კავსაძე🖤🖤🖤

11

30 აპრილი 2024 10:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2654
რუდიგერი კეინს გააქრობს და ყველაფერი კარგად იქნება. ჩემი აზრით ჰალანდზე სახიფათო კეინია, მაგრამ მაგასაც მიხედავს. სწორი მიდგომით და ნაკლები შეცდომით სიტის მოუგო რეალმა და ბაიერნთან მითუმეტეს შეუძლია.

12

30 აპრილი 2024 10:16

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 372
ციტატა: Anireal9
Barca mgoni ligistvis inaxavs tavs

"შემდეგ კვირას ჟირონასთან მატჩი ჩვენთვის ფინალია"

🎙️ სერხი რობერტო😆😆😆😆😆ამას უეჭველი არ ეუბნებიან რო მესამაზეა და რეალი ჩემპიონია, პირველ ადგილზე გონია თავი😆

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)