ანჩელოტი:,,უფრო დიდი ანგარიშით გამარჯვება შეგვეძლო"

კარლო ანჩელოტიმ „ელ კლასიკოს“ მოგების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„გუნდი ძალიან დაღლილი იყო, ვერაფრით მოვახერხეთ ფერლან მენდის და ნაჩო ფერნანდესის ფორმაში ჩაყენება და მათი დასვენება ვარჩიეთ. არსებული რესურსი სრულად ავითვისეთ და გამარჯვება დავიმსახურეთ, რაც მარტივი ნამდვილად არ იყო.“

„ლუკას ვასკესი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მან ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა. მოდით, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ის კონკურენციას უწევს დანიელ კარვახალს, რომელიც საკუთარ პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.“

„ვასკესის წინააღმდეგ პენალტის დანიშვნა 100%-ით სწორი გადაწყვეტილებაა, აქ კამათიც კი არ შეიძლება.“

„რა თქმა უნდა, სრულად ვერ ვნახე მომენტი, რომელიც „ბარსელონას“ გოლს უკავშირდებოდა, მაგრამ ბურთს ხაზი რომ სრულად ჰქონოდა გადაკვეთილი, სხვა სურათს ვიხილავდით.“

„ჯუდ ბელინგემს გოლების მხრივ მცირე პაუზა ჰქონდა, მაგრამ „ბარსელონას“ წინააღმდეგ სეზონის ერთ-ერთი გადამწყვეტი გოლის გატანა შეძლო.“

„ვინისიუსი დიდი მოტივაციით თამაშობდა და მეორე გოლის გატანასთანაც ბევრჯერ იყო ახლოს, თუმცა ბოლოს შევცვალე, რამაც მისი უკმაყოფილება გამოიწვია. ჩვენს შორის არანაირი გაუგებრობა არ არსებობს, ვინი ნამდვილი პროფესიონალია.“

„ჩავი უსამართლობაზე საუბრობს? თუ ის ფიქრობს, რომ „რეალი“ გამარჯვებას არ იმსახურებდა, ნამდვილად ვერ დავეთანხმები, მე არაერთი არგუმენტი მაქვს.“

„დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომელთა როლიც უდიდესი იყო. ბერნაბეუზე ბრწყინვალე ატმოსფერო შეიქმნა და დღეს ყველა მადრიდელი ბედნიერია.“

„როდესაც ანგარიში 2:2 გავხადეთ, „ბარსელონა“ ძალიან წინ წამოვიდა, ვინაიდან გოლის გატანა ესაჭიროებოდა, სწორედ ამიტომ, ჩვენ კონტრ-შეტევებზე გადავწყვეთ და არაერთი სახიფათო მომენტი შევქმენით. ვფიქრობ, 3-ზე მეტი გოლის გატანა თავისუფლად შეგვეძლო.“

„არდა გიულერი სათამაშო დროს აუცილებლად მიიღებს, შემდეგ თამაშებში თურქ ნახევარმცველს დავტვირთავთ.“

„სეზონი შესანიშნავად მიდის. გვჯერა, რომ ლა ლიგასთან ახლოს ვართ, ჩემპიონთა ლიგაზე კი კიდევ დიდი ბრძოლებია წინ.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 22 აპრილი 2024
  • 10105
  • 2

1

22 აპრილი 2024 21:08

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1954
კარლო სირიკო ვინისიუსი მოაშორე გუნდს,ან კანეცი ასწავლე.კარგია მბაპე რომ მოვა და მკუანა ვინისიუსი აახვევს გუნდიდან.😁😁😁😁😁

2

23 აპრილი 2024 23:03

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 6
რეალმა დამსახურებულად მოიგო.კულე ვარ მაგრამ წელს რეალი ბარსაზე ძლიერია ფაქტია.ბარსა ფინანსურად წელშია გატეხილი.ამას დაემატა მესის წასვლა.ახალი გუნდის შენება მიდის.ლოგიკურია რომ რეალი წელს ჩემპიონი გახდება.რეალი ყოველთვის ვარსკვლავებზე აწყობილი გუნდი იყო.ბარსა საკუთარი აღზრდილებით აწყობს გუნდს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)