ანჩელოტი:„„რეალი“ „ელ კლასიკოს“ უმაღლეს დონეზე ჩაატარებს“

კარლო ანჩელოტიმ „ბარსელონასთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...


„მადრიდის „რეალის“ ყველა ფეხბურთელმა უდიდესი დატვირთვა მიიღო და აღდგენითი პროცესისთვის ცოტა დრო გვქონდა, მაგრამ ვეცადეთ, საუკეთესო კონდიცია მიგვეღო. ჩემი აზრით, სწორი მიდგომები გვქონდა და გუნდი „ელ კლასიკოში“ მოწოდების სიმაღლეზე იდგება.“

„ფერლან მენდის კუნთის გადატვირთვა აქვს. სამწუხაროდ, ფრანგმა ფინალური ვარჯიში გამოტოვა, მაგრამ განაცხადში იქნება და ხვალ გადავწყვეტთ, შეძლებს თუ არა მოედანზე გასვლას. ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ფერლანი საკუთარ პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესოა. დარწმუნებული ვარ, ჩემი ფეხბურთელები ამ აზრს იზიარებენ.“

„„სიტისთან“ მატჩის შემდეგ კრიტიკა? მე არ შემხვედრია „რეალის“ ქომაგი, რომელიც მიღწეულით კმაყოფილი არ არის. ჩვენ მაქსიმალურად დავიხარჯეთ და რაც შეგვეძლო გავაკეთეთ, ახლა კი 1/2 ფინალში ვართ. მსოფლიოში ვერ იპოვით ადამიანს, რომელიც იტყვის, რომ „რეალი“ მომდევნო ეტაპზე ასეთი თამაშით არ უნდა გასულიყო.“

„კაზემირო და მისი განცხადებები? ბრაზილიელის წასვლა ისეთივე ემოციური იყო, როგორიც მარსელოსი და სხვების.“

„ნაჩო საკუთარ მომავალს თავად წყვეტს. ჩემთვის ის ტოპ მცველია.“

„დიახ, „სიტის“ წინააღმდეგ პენალტების სერიაში კეპა გუნდს დაეხმარა, მას პრემიერლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს და მანჩესტერულ გრანდს კარგად იცნობს.“

„ედერ მილიტაო კარგ ფორმაშია და შესაძლოა „ბარსელონასთან“ დაპირისპირება სასტარტო შემადგენლობაში დაიწყოს.“

„ვალვერდე „რეალისთვის“ შუეცვლელი ფეხბურთელია. არ ვიცი, რა უნდა გააუმჯობესოს მან, ვინაიდან ყველა კომპონენტში მოწოდების სიმაღლეზე დგას.“

„„რეალს“ მსოფლიოს საუკეთესო შტაბი ჰყავს. ჩემს გვერდით ნამდვილი პროფესიონალები არიან, რომლებიც ფეხბურთელებთან შესანიშნავ ურთიერთობას აყალიბებენ.“

„თუ „ელ კლასიკოს“ მოვიგებთ, ლა ლიგის მოგებასთან ძალიან ახლოს ვიქნებით, ვინაიდან „ბარსელონასთან“ სხვაობა 11 ქულამდე გაიზრდება, ამისთვის ყველაფერი უნდა ვიღონოთ.“

„„ბარსელონას“ ახალგაზრდები? ვფიქრობ, ახალგაზრდა თაობის ვეტერანებთან კოლაბორაცია ყოველთვის შედეგისმომტანია. ჩავი ცდილობს, ახალ თაობას გზა გაუხსნას.“

„კარგად ვიცნობ ლუკა მოდრიჩს, ის არასდროს დაჯერდება მეორეხარისხოვანი ფეხბურთელის როლს. ის ყველა ვარჯიშზე ბოლომდე იხარჯება, საოცარ კლასს აჩვენებს და პრეტენზია აქვს სასტარტო შემადგენლობაში თამაშზე.“

„რუდიგერი და პენალტები? მან ვარჯიშებზე 3-ჯერ შეასრულე თერთმეტმეტრიანი და სამივე შემთხვევაში უზუსტესად დაარტყა, სწორედ ამიტომ, „სიტისთან“ შანსი მივეცით.“ dle 10.1

  • Hala
  • 20 აპრილი 2024
  • 4443
  • 3

1

20 აპრილი 2024 18:50

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 8
ვნახოთ, კარლიტო ხვალ რა სქემა და ტაქტიკა გექნება, იმედია მართლაც, მოვიგებთ. ფრეც საკმარისი იქნება

2

20 აპრილი 2024 22:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1954
კარლო არ წააგო,თორემ პერესი ელ კლასიკოში წაგებას არ გაპატიებს.

3

21 აპრილი 2024 17:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 46
ბარემ არ წავაგოთ ესეც და ბაიერნს დასვენებულები შევხვდებით ლა ლიგა დადებული იქნება <3

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (33)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)