პინტუსის როლი „ელ კლასიკოში“ ძალიან დიდია

სამეფო კლუბის ფიზ.მომზადების მწვრთნელის, ანტონიო პინტუსის როლი „ელ კლასიკოში“ ძალიან დიდი იქნება, რადგან „ბარსელონასთან“ დაპირისპირებას გუნდი მეტისმეტად დაღლილი ხვდება.


„ბარსელონამ“ სამშაბათს ითამაშა, თანაც საშინაო არენაზე და მხოლოდ 90 წუთი. ამის ფონზე „რეალმა“ ოთხშაბათს, „სიტისთან“ 120 წუთი იასპარეზა, შემდეგ კი მანჩესტერიდან მადრიდში იფრინა, ამასთან ერთად „მერენგებმა“ გვარდიოლას გუნდთან არნახული ენერგია დახარჯეს.

2 დღე რა თქმა უნდა, არ იყო საკმარისი ძალების აღსაღდგენად და უნდა ვაღიაროთ, რომ გუნდი „ელ კლასიკოს“ საუკეთესო კონდიციაში ვერ ხვდება.

სწორედ ამიტომ, ანტონიო პინტუსმა გუშინდელი და დღევანდელი დღე მაქსიმალურად გამოიყენა იმისთვის, რომ ფეხბურთელებს ძალების აღდგენაში დახმარებოდა.

ამასთან ერთად, კარლო ანჩელოტიმ დღევანდელი სესია სპეციალურად ჩანიშნა ადრე იმისთვის, რომ ფეხბურთელებმა მატჩამდე კიდევ დაისვენონ.

ბოლო ვარჯიშიდან მატჩის დაწყებამდე სამეფო კლუბს 32 საათი ექნება, ესეც პინტუსის გეგმის შემადგენელი ნაწილია.

ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ანჩელოტის პინტუსის რეკომენდაციით ექნება შესაბამისი გეგმა, მატჩის მიმდინარეობისას დინამიკის ცვლილებებთან დაკავშირებით. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)