დავიდე ანჩელოტი:„„რეალის“ მთავარი მწვრთნელობა მსურს“

მანჩესტერიდან მადრიდში დაბრუნების შემდეგ კარლო ანჩელოტის შვილმა, დავიდე ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა...


„ჩემი მიზანი მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელობაა. ვიცი, რომ ამისთვის უდიდესი გამოწვევების მიღება მომიწევს, თუმცა მჯერა, რომ წარმატებული ვიქნები. მამასთან ერთად ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და დღეს „ბლანკოსის“ წარმატებაში ჩემი წვლილი მაქვს შეტანილი.“

„ვინისიუსი, როდრიგო, ბელინგემი, ვალვერდე და სხვები გუნდურ ფეხბურთს თამაშობენ, მათი როლი ძალიან დიდია.“

„კროოსი? მას უკვე აქვს ტოპ მწვრთნელის თვისებები, გერმანელის ხედვა საოცარია. ტონი ყოველთვის დიდ პატივისცემას იმსახურებს.“

„ორელიან ჩუამენი და კამავინგა განსაკუთრებული ფეხბურთელები არიან, რომლებიც გამოცდილი ნახევარმცველებისგან ბევრს სწავლობენ, მათ შარშანდელ და მიმდინარე სეზონში დაცვაშიც მოუწიათ თამაში. რა თქმა უნდა, დაცვის რგოლი მათთვის კომფორტი არ არის, მაგრამ როდესაც გუნდში ამის საჭიროება დგას, კოლექტიურ პასუხისმგებლობას იზიარებენ. ისინი ახალი თაობის წევრები არიან, რომლებიც არასდროს წყვეტენ სწავლას.“

„გუნდში ფიზიკური თვალსაზრისით პრობლემები არ არსებობს, რაც სწორი მიდგომების დამსახურებაა. ჩვენ გვჯერა, რომ სეზონის გადამწყვეტ ეტაპს თავიდან ბოლომდე სრულყოფილად, უმაღლეს დონეზე ჩავატარებთ.“ dle 10.1

  • Hala
  • 19 აპრილი 2024
  • 1824
  • 2

1

19 აპრილი 2024 12:03

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1947
ლეგენდალური მამის შვილობა ავტომატურად არ ნიშნავს ლეგენდალურ მწვრთნელობას.ჯერ პატარა გუნდში უნდა დაამტკიცო რა შეგიძლია.

2

19 აპრილი 2024 12:36

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 310
მე ამას დავნიშნავდი კარლოს შემდეგ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (25)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)