კაზემირო:„ვფიქრობ, მოდრიჩს ამის გაკეთება არ შეუძლია“

კარლოს ენრიკე კაზემირომ მადრიდული ეპოქა და სამეფო კლუბში არსებული მიმდინარე სიტუაცია მიმოიხილა...


„მანჩესტერ „სიტისა“ და „რეალის“ დაპირისპირებას 120 წუთის მანძილზე ვადევნებდი თვალს ისე, როგორც სამეფო კლუბის დიდი გულშემატკივარი. ბედნიერი ვარ, რომ „ბლანკოსმა“ გაიმარჯვა, ამ კლუბში ყოველთვის იყო გამარჯვებისკენ მიდრეკილება.“

„მადრიდული გრანდი ყოველთვის ტრანსფორმირდება და ჩემპიონთა ლიგაზე უმაღლესი დონის ფეხბურთს აჩვენებს. არ აქვს მნიშვნელობა, რა ფორმაშია კონკრეტულ სიტუაციაში, ეს გუნდი ყოველთვის იმარჯვებს და გულშემატკივრებს დიდ სიხარულს ჩუქნის.“

„„რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ მოვიგე, მე ვიცი რა დონის ჯილდოა ეს და რას ნიშნავს მადრიდელთათვის ჩემპიონთა ლიგის მოგება. მსურს, რომ ესპანელებმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვონ და მუზეუმში მე-15 თასი განათავსონ.“

„ფლორენტინო პერესს ჩემი „რეალიდან“ წასვლა არ სურდა, მაგრამ მე ამ საკითხზე სერიოზულად ვიყავი დაფიქრებული. სიმართლე გითხრათ, მან უარი მითხრა აუდიენციაზე და სხვა ადამიანების დახმარებით შევძელით კომუნიკაციის დამყარება.“

„კროოსი და მოდრიჩი ჩემი მეგობრები არიან, მათთან კონტაქტი ახლაც მაქვს. ლუკიტას ბოლო სეზონი? არ ვფიქრობ, რომ ხორვატს „ბლანკოსის“ დატოვება შეუძლია, დარწმუნებული ვარ, კვლავ დარჩენაზე ფიქრობს.“

„MSN თუ BBC? აქ აზრი ისე იყოფა, როგორც „რეალთან“ და „ბარსელონასთან“ დაკავშირებით, თუმცა მერწმუნეთ, BBC-ის მიერ შექმნილმა ეპოქამ ხალხი შოკში ჩააგდო, ნუ დაგავიწყდებად ზედიზედ სამჯერ მოგებული ჩემპიონთა ლიგა.“

„დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მბაპეს მივიჩნევ, ის ძალიან მოქნილი მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია სპრინტი, აქვს შესანიშნავი ტექნიკა, გოლის ალღო და ასე შემდეგ. თუ კილიანი ბერნაბეუზე ითამაშებს, „რეალის“ რესურსი კიდევ უფრო გაიზრდება.“ dle 10.1

  • Hala
  • 19 აპრილი 2024
  • 4144
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (25)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)