ბელინგემი:,,გვარდიოლას ჩემი დამატება სურდა, მაგრამ მადრიდი სულ სხვაა"

ჯუდ ბელინგემმა მანჩესტერ „სიტისთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...


„მოუთმენლად ველი ხვალინდელ მატჩს და დარწმუნებული ვარ, მადრიდის „რეალს“ წარმატების მიღწევა შეუძლია. რა თქმა უნდა, აღელვებული ვარ და ვიცი, რომ ეს „ბლანკოსის“ საღამო იქნება.“

„შარშან „სიტიმ“ „ტრებლი“ მოიგო , მას შემდეგ კი შემადგენლობა კიდევ გააძლიერა. ბუნებრივია, ეს გუნდი ბევრს ფავორიტი ჰგონია, მაგრამ როდესაც საქმეში „ბლანკოსი“ ერთვება, იქ მეტი შანსი არავის აქვს.“

„ვინისიუსი შესანიშნავი ადამიანი და ფეხბურთელია. რასიზმი, რომელიც ესპანეთში ხშირად ფიქსირდება, რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს. ეს არის უსამართლობა.“

„„მალიორკასთან“ დაპირისპირებაში მსგავსი ფაქტი კვლავ დაფიქსირდა, რასაც მე ვგმობ.“

„ჩემი დონე დაეცა? სიმართლე გითხრათ, არასდროს მაინტერესებს კრიტიკა. მთავარი ის არის, რომ საკუთარი თამაშით თავად ვიყო კმაყოფილი. მე თვითონ ვარ თვითკრიტიკული და ვიცი, როდის რა მჭირდება.“

„ეს სეზონი ძალიან კარგად დავიწყე, ბევრი გოლი გავიტანე და რიტმიც კარგი მქონდა, თუმცა შემდეგ მიღებულმა ტრავმამ პრობლემები შემიქმნა. ვიცი, რა მიმართულებებით უნდა ვიმუშავო.“

„დიდი მადლობა „ბლანკოსს“, რადგან ამ გუნდში თამაშის საშუალება მომცა. ამით ვამაყობ და მჯერა, რომ ინგლისის ფარგლებსგარეთ თამაში ნებისმიერი ინგლისელისთვის წინგადადგმული ნაბიჯი და ახალი გამოცდილებაა.“

„ჩემთვის გოლების რაოდენობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ყოველთვის მიხარია, როდესაც მეტოქის კარის ბადის შერხევას ვახერხებ. ამით გუნდს ვეხმარები.“

„იმედი მაქვს, „ეტიჰადზე“ გამარჯვებას მოვიპოვებთ, მე კი თანაგუნდელებს გატანილი გოლით დავეხმარები.“

„4-0 გასულ სეზონში? ეს შეხვედრა შევაფასეთ და თანაგუნდელებისგან ბევრი ინფორმაცია მივიღე, მათ ამიხსნეს რა და როგორ განვითარდა.“

„დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ გუნდური სულისკვეთების გაზიარებას და საბოლოო მიზნის მიღწევას.“

„ანჩელოტი შესანიშნავი სპეციალისტია. ის საკუთარი ძალების შეგრძნებაში გეხმარება და შენივე თავს გაჩვენებს იმაზე ძლიერს, ვიდრე ხარ. იტალიელი დიდი მოტივატორია. გამიმართლა, რომ ანჩელოტისთან ერთად მუშაობა მიწევს, ის ადაპტაციაში ძალიან დამეხმარა.“

„დიახ, „სიტის“ ჩემი გადაბირება სურდა, მე მქონდა მოლაპარაკებები, მაგრამ როდესაც „რეალისგან“ შემოთავაზება მივიღე, აღარ დავფიქრებულვარ და ვიცოდი, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა.“ dle 10.1


1

16 აპრილი 2024 20:45

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 310
მიყვარს ეს "დაიცავით ცენზურა!" ბავშვი

2

16 აპრილი 2024 20:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1947
კარგი კაცი ხარ ჯუდ.....ყოჩაღი.💪💪💪👍

3

16 აპრილი 2024 21:35

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1810
Zalian mjera rom gavalt

4

16 აპრილი 2024 23:03

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 399
ჯუდ შენ იცი აბა უნდა გაგვახარო

5

17 აპრილი 2024 13:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 8
აბა შენ იცი ჯუდ შენ უნდა დაადუპელო სიტი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)