გვარდიოლა:,,ჩვენ შეგვიძლია მადრიდელების დამარცხება"

ხოსეპ გვარდიოლამ მადრიდის „რეალთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.


„ჩვენ ვიცით, რომ ოთხშაბათს ურთულესი მატჩი გველის მადრიდის „„რეალის“ წინააღმდეგ, მაგრამ მოდით კიდევ ერთხელ მოვინდომოთ და გავიდეთ 1/2 ფინალში. ეს ჩვენი მიზანია, რომლის ირგვლივაც უნდა გავერთიანდეთ და წინსვლისთვის ვიბრძოლოთ.“

„ანჩელოტის გუნდმა კარგად იცის, რომ „სიტი“ ბოლომდე დაიხარჯება, ამიტომ განსაკუთრებით ემზადება.“

„არ იარსებებს არცერთი წუთი, რომელშიც „სიტი“ მოდუნებული იქნება. ჩვენ სრული ყურადღება გვმართებს და ეჭვი არ გვეპარება, რომ ეს გამოგვივა.“

„დარწმუნებული ვარ, „ეტიჰადი“ გაივსება და გულშემატკივრებისგან დიდ მხარდაჭერას ვიგრძნობთ, მათი როლი თავისთავად მნიშვნელოვანია.“

„ფეხბურთელების პოზიციების ცვლილებას არ ვაპირებ. ჩვენ გვაქვს მკაციო გეგმა, რომელსაც უნდა მივყვეთ და შევძლოთ ძალიან უხერხული მეტოქის დამარცხება.“

„კაილ ვოლკერმა კარგად ივარჯიშა და შეგრძნებებიც შესანიშნავი აქვს. ჩვენ ძალიან გვინდა მისი გამოყენება, ინგლისელი ფეხბურთელის როლი დიდია.“

„კარგად ვიცნობ ჩემს ფეხბურთელს და ვხედავ, როგორი მოტივირებულები არიან ისინი.“

„როგორც ჩემპიონთა ლიგისთვის, ასევე პრემიერლიგისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ, ჩვენ გვაქვს ამის რესურსი.“

„ანჩელოტი ძალიან გამოცდილია, მას რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა ყოველთვის შეუძლია. „რეალმა“ საშინაო არენაზე ხელსაყრელი შედეგი ვერ დააფიქსირა, მაგრამ იტალიელ სპეციალისტს არაერთი გასვლითი შეხვედრა მოუგია.“

„მე ვპირდები მადრიდის „რეალს“, რომ ჩემი გუნდის ყველა ფეხბურთელი მაქსიმალურ ყურადღებას გამოიჩენს და ყველა ბურთისთვის უშეღავათოდ იბრძოლებს“ dle 10.1


1

16 აპრილი 2024 16:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 307
დაგადებთ ხვალ მჯერა

2

16 აპრილი 2024 17:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 317
MEC MAGRAD MJERA ES REALIA

3

16 აპრილი 2024 21:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1810
Xval am samidan 1 dapiqsirdeba 1-2 2-2 1-3 damatebitshi gavalt tu 2-2 morcha 2-3

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)