უკანასკნელი 25 წლის მანძილზე "რეალმა" 38 ცენტრალური მცველი შეიძინა

ბოლო 25 წლის მანძილზე "მადრიდის რეალის" ერთ–ერთი და მთავარი პრობლემა ცენტრალური მცველია, ამ სუსტი წერტილის აღმოფხვრა როგორც ჩანს "ბლანკოსის" მწვრთნელებმა და ხელმძღვანელობამ ვერ მოახერხეს. მინდა შემოგთავაზოთ ამ 38 ფეხბურთელზე მცირე ინფორმაცია.


მაშ ასე მეგობრებო მოდი დავიწყოთ და განვიხილოთ ამ ფეხბურთელების მონაგარი "მადრიდის რეალის" შემადგენლობაში.

1. ხოსე ანტონიო სალგერო.
სეზონი: 1982–87.
მატჩი: 136.
გოლი:9
ეს ფეხბურთელი "კასტილიადან" "მალაგაში" გადაბარგდა, 2 წლის შემდეგ კი "მერენგების" რიგებში აღმოჩნდა.

2. მანუელ სანჩისი.
სეზონი: 1983–2001
მატჩი: 710
გოლი: 40

"კასტილიას" აღზრდილმა ფეხბურთელმა მთავარი გუნდის რიგებში 18 წელი იასპარეზა...

3. ხუან კარლოს მანდანა.

სეზონი: 1984–1988.
მატჩი: 2
გოლი: 0

ხუანმა ამ ხნის მანძილზე "რეალის" რიგებში მხოლოდ ორჯერ იასპარეზა და გუნდის დახმარება ვერაფრით ვერ შეძლო რის შემდეგაც იგი გაანათხოვრეს "ესპანიოლში" შემდეგ კი იგი სელტას რიგებში ჩაირიცხა.

4. ფრანსისი.
სეზონი: 1985–1986
მატჩი: 5
გოლი: 0

მიუხედავად დიდი მონდომებისა ეს ფეხბურთელი "ბლანკოსს" ვერ დაეხმარა და ფრანსისი არენდის წესით გაანათხოვრეს, შემდეგ კი გაყიდეს ერთ–ერთ კლუბში.

5. ანტონიო მანსედა ფრანსესი.
სეზონი: 1985–1988
მატჩი: 41
გოლი: 5

ანტონიო 60 მილიონ პესოდ გადავიდა "მადრიდში" პორტუგალიის "სპორტინგიდან", თუმცა გაუთავებელმა ტრავმებმა მას თამაშში ხელი შეუშალა.

6. ხუან ხოსე ხიმენეს მარტოსი.
სეზონი: 1985–1986
მატჩი: 1
გოლი: 0

ეს ფეხბურთელი "კასტილიადან" გადმოვიდა რეალში, თუმცა, რომ არა ის შემთხვევა იგი ალბათ ძალიან ბევრს მიაღწევდა "მერენგების" რიგებში. მან მუხლზე საშინელი ტრავმა მიიღო რის შემდეგაც კარიერის დასრულება მოუხდა.

7. მინო (ბერნარდიო სერანო მორი)
სეზონი: 1986–1988
მატჩი: 30
გოლი: 1

ეს ფეხბურთელი მადრიდში სპორტინგიდან აღმოჩნდა, მერენგებმა მისი შეძენა 70 მილიონ პესოდ შეძლეს. თუმცა ზემოთხსენებულმა ფეხბურთელმა "მერენგების" ხემძღვანელობას იმედები ვერ გაუმართლა.

8. მიგელ ტენდილო.
სეზონი: 1987–1992
მატჩი: 146
გოლი: 12

"მადრიდის რეალმა" მინო "მურსიადან" გადმოიბირა, მან ნაწილობრივ გაამართლა კლუბის იმედები...

9. ფერნანდო იერო.
სეზონი: 1989–2003
მატჩი: 601
გოლი: 126

"ბლანკოსის" ლეგენდარული ფეხბურთელი შესანიშნავად ასპარეზობდა "სამეფო კლუბში" მთელი მისი კარიერის მანძილზე.

10. ოსკარ რუდჟერი.
სეზონი: 1989–1990
მატჩი: 36
გოლი: 3

ამ ფეხბურთელში გადახდილ იქნა 170 მილიონი პესო, მისი წარუმატებელი სეზონის შემდეგ, მან გადაწყვეტილება მიიღო და დატოვა კლუბი.

11. პრედრაგ სპრასიჩი.
სეზონი: 1991–1992
მატჩი: 25
გოლი: 0

ბელგრადის "პარტიზანმა" ამ პრედრაგის სანაცვლოდ 200 მილიონი პესო მიიღო თუმცა მალე გამოჩნდა, რომ შეზენა მცდარი გადაწყვეტილება იყო.

12. რიკარდო რობერტო ბარეირო და როშა.
სეზონი: 1991–1993
მატჩი: 88
გოლი: 0

ამ ფეხბურთელმა "რეალის" რიგებში "სამეფო თასი" მოიგო და ერთი რითაც დაამახსოვრა გულშემატკივრებს თავი ეს ავტოგოლი იყო.

13. ნანდო მუნიოსი.
სეზონი: 1992–1996
მატჩი: 64
გოლი: 0

ნანდო "მადრიდში" 4 წლის მანძილზე სტაბილურად თამაშობდა თუმცა შემდეგ მან კლუბის დატოვება მოისურვა.,

14. ლუის მიგელ რამისი.
სეზონი: 1992–1994
მატჩი: 134
გოლი: 1

ლუისი "რეალ მადრიდ ბ"_ს ღირსებას იცავდა 1 წლის მანძილზე შემდეგ იგი მთავარ კლუბში აიყვანეს და 2 სეზონის შემდეგ გუნდიდან გაუშვეს.

15: ალკორტა.
სეზონი: 1993–1997
მატჩი: 134
გოლი: 3

"მადრიდში" ბილბაოს "ატლეტიკიდან" გადაბარგდა ეს ფეხბურთელი და ფერნანდო იეროსთან ტანდემში მშვენივრად თამაშობდა.

16. ფერნანდო სანსი
სეზონი: 1995–1999
მატჩი: 45
გოლი: 0

"ბერნაბეუს" პუბლიკა ამ ფეხბურთელს ვერ პატიობდა იმას, რომ იგი ლორენსო სანსის შვილი იყო.

17. ხოსე ანტონიო გარსია კალვო.
სეზონი: 1995–1997
მატჩი: 19
გოლი: 0

"სამეფო კლუბში" მისი ადგილი არ იყო, ეს ყოველივე კი თავიდანვე ჩანდა.

18: აიტორ კარანკა
სეზონი: 1997–2002
მატჩი: 120
გოლი: 2

ეს ფეხბურთელი "ატლეტიკიდან" გადმოვიდა "მერენგებში" ალკორის შესაცვლელად და საკმაოდაც კარგად გამოუვიდა.

19: ივან კამპო
სეზონი: 1998–2003
მატჩი: 82
გოლი: 1

კამპომ მასზე დაკისრებულ მოვალეობებს თავი კარგად ვერ გაართვა და ინგლისის "პრემიერ ლიგაში გადაბარგდა"

20: ხულიო სეზარი
სეზონი: 1999–2000
მატჩი: 33
გოლი: 0

ეს ფეხბურთელი "ვალიადოლიდიდან" გადაბარგდა "რეალში". "მადრიდში" საქმე კარგად ვერ აეწო შემდეგ "მილანს" მიაშურა ხოლო შემდეგ ყოველწლიურად იცვლიდა კლუბს ანბანის მიხედვით.

21. მანუელ ტენა.
სეზონი: 1998–1999
მატჩი: 3
გოლი: 0

მისი კარიერა "მადრიდის რეალში" არ აეწყო...

22. ივან ელგერა.
სეზონი: 1999–2007
მატჩი: 324
გოლი: 31

ამ ფეხბურთელზე საუბარი ზედმეტად მიმაჩნია და მოდით თქვენის ნებართვი ამას უკომენტაროდ დავტოვებ...

23. ფრანცისკო პავონი.
სეზონი: 2002–2007
მატჩი: 167
გოლი: 3

ეს ფეხბურთელი ფლორენტინო პერესის პოლიტიკის მსხვერპლი გახდა. ამ პოლიტიკას კი "პავონები და ზიდანები" ერქვა.

24. ალვარო მეხია.
სეზონი: 2003–2007
მატჩი: 48
გოლი: 1

მისმა არასტაბილურობამ გამოიწვია მისი კლუბიდან წასვლა.

25. რუბენ გონსალესი.
სეზონი: 2001–2004
მატზზცი: 16
გოლი: 0

კიდევ ერთი უიღბლო ფეხბურთელი, მან "რეალში" ძირითადში ადგილი ვერ მოიპოვა რის შემდეგაც "რასინგში" გადაბარგდა.

26. ჯონათან ვუდგეიტი.
სეზონი: 2005–2007
მატჩი 17
გოლი: 0

22 მილიონ ევროდ "ნიუკასლიდან" "მადრიდში გადაბარგდა ეს ფეხბურთელი თუმცა მასაც თრავმებმა შეუშალა ხელი როგორც რუბენს.

27. ვალტერ სამუელი.
სეზონი: 2004–2005
მატჩი: 37
გოლი: 2

"მერენგებმა" "რომას" 25 მილიონი ევრო ჩაუთვალეს არგენტინელის სანაცვლოდ, თუმცა ფეხბურთელმა ამ კლუბში თავისი ადგილი ვერ იპოვა და მალევე დატოვა კლუბი.

28. სერხიო რამოსი.
სეზონი: 2005–დღემდე.
მატჩი: 245
გოლი: 28

"მადრიდის რეალის" ფეხბურთელმა ამ დიდებულ კლუბში სასტარტო შემადგენლობაში ადგილი მალევე დაიბევა და მის შემდეგ ძირითად შემადგენლობაშია, იგი ამჟამად მსოფლიოს ერთ–ერთ საუკეთესო მარჯვენა მცველად ითვლება.

29. ფაბიო კანავარო.
სეზონი: 2006–2009
მატჩი: 118
გოლი: 1

"მადრიდში" სამწლიანი მოღვაწეობიუს მიუხედავად ფაბიომ "ბლანკოსში" ფეხი ვერ მოიკიდა და მშობლიურ "იუვენტუსში გადაბარგდა.

30. გაბრიელ ჰაინცე
სეზონი: 2007–2009
მატჩი: 60
გოლი: 3

ახლაც გაოგნებული არის "მადრიდის რეალის" ხელმძღვანელობა, დღესაც ვერ ხვდებიან თუ რატომ გადაიხადეს ამ ფეხბურთელში 12 მილიონი ევრო.

31. კრისტოფ მეტცელდერი.
სეზონი: 2007–2010
მატჩი: 28
გოლი: 1

დორტმუნდის "ბორუსიადა" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმობარგდა "მადრიდში" თუმცა სათამაშო პრაქტიკის უქონლობის გამო "შალკეში" გადასვლა არჩია.

32. პეპე.
სეზონი: 2007–დღემდე
მატჩი: 74
გოლი: 1

ამ ფეხბურთელს არ ასვენებს ტრავმები, რის გამოც უხდება სეზონში დიდი დროის გამოტოვება რაც მის კარიერას ხელს უშლის.

33. მარკოს ტებარი.
სეზონი: 2008–2010
მატჩი: 1
გოლი: 0

ამ ფეხბურთელზე ინფორმაციის მოძიება ძალზედ ძნელია...

34. გარი კალეგმახერი.
სეზონი: 2008–2010
მატჩი: 1
გოლი: 0

იგივეს თქმა შემიძლია რაც ტებარზე ვთქვი...

35. ეზიკელ გარაი.
სეზონი: 2009–დღემდე
მატჩი: 29
გოლი: 1

გარაი "რასინგიდან" 15 მილიონ ევროდ გადმობარგდა. მისი თამაშით მოხიბლულნი არიან მადრიდისტები.

36: რაულ ალბიოლი.
სეზონი: 2009–დღემდე
მატჩი: 43
გოლი: 1

მან "მერენგების" რიგებში პირველივე სეზონი შესანიშნავად ჩაატარა.

37. დავიდ მატეოსი.
სეზონი: 2010–დღემდე
მატჩი: 0
გოლი: 0

გარაის და პეპეს ტრავმების გამო იგი ჟოზე მოურინიომ "კანტერადან" ძირითად გუნდში გადმოიყვანა, თუმცა მას თამაშის საშუალება ჯერ არ მისცემია.

38: რიკარდო კარვალიო.
სეზონი: 2010–დღემდე
მატჩი: 1
გოლი: 0

"მადრიდის რეალის" ამ შენაზენზე დიდ იმედებს ამყარებენ "მადრიდისტები", იგი ხომ მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო მცველია დღესდღეისობით.






ინფორმაციის წყარო: AS.Com


სტატიის ავტორი: JamesBlunt (შოთა დიდიშვილი) dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (380)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)