ანჩელოტი:,,ამ გუნდს ყველა მეტოქის დამარცხება შეუძლია"

კარლო ანჩელოტიმ „მალიორკასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.


„მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ დაპირისპირებაში დიდი ენერგია დახარჯა, თუმცა ვთვლი, რომ ძალების აღდგენა მოვახერხეთ და „მალიორკასთან“ შეხვედრას მოწოდების სიმაღლეზე შევხვდებით.“

„ჩვენ ლა ლიგას უდიდეს ყურადღებას ვაქცევთ, მდევართან სხვაობა კომფორტულია, თუმცა ქულების დაკარგვა არ გვეპატიება, ყველაფერი უნდა ვიღონოთ სტაბილური სერიის შესაქმნელად.“

„„მალიორკა“ საშინაო არენაზე ყოველთვის აგრესიულ ფეხბურთს თამაშობს და ჩვენ მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს.“

„გარკვეული ცვლილებები შესაძლოა განვახორციელო, მაგრამ ამ მატჩს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და სრული როტაცია არ იქნება. ჩვენ „მალიორკასთან“ შემდეგ „სიტისთან“ მოსამზადებლად კიდევ 3 დღე გვექნება, რომელიც საკმარისი უნდა იყოს. ვიცით ჩვენი იდეა და მიზნები, რომელსაც ვემსახურებით, სწორედ ამიტომ, თავდაჯერებულები ვართ.“

„როდრიგოს მცირე დაზიანება აქვს, რის გამოც დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა, თუმცა შესაძლოა განაცხადში მოხვდეს. მის ინგლისში თამაშს საფრთხე არ ემუქრება, რადგან სერიოზული არაფერია.“

„ედერ მილიტაოს მოედანზე გასვლა შეუძლია, ვეცდები ოპტიმალური 11 ფეხბურთელი შევარჩიო.“

„ფიზიკური თვალსაზრისით მოდრიჩი საუკეთესო კონდიციაშია, მას არაფერი დაეწუნება. ბედნიერი ვარ, რომ ლუკიტას გამოყენება შემიძლია. ხორვატი ჩემგან უდიდეს პატივისცემას გრძნობს.“

„ნაჩო საიმედო მოთამაშეა, ის ძალიან ბევრ საქმეს აკეთებს და ამ სეზონში უამრავი სათამაშო წუთიც მიიღო. კაპიტანი კიდევ გამოჩნდება მოედანზე.“

„„სიტისთან“ მატჩის შემდეგ გუნდმა ფიზიკური ტესტირება გაიარა, ყველაფერი კარგად არის.“

„მილიტაოს მოედანზე 90 წუთის გატარება არ შეუძლია, მაგრამ დატვირთვას აუცილებლად მიიღებს. ბრაზილიელის მაქსიმუმი ამ ეტაპზე 60-65 წუთია.“

„როდრიგო მარცხნივ? ეს ადაპტირებული მეთოდია. ვინი და გოეში ხშირად ცვლიან პოზიციებს.“

„მბაპემ „ბარსასთან“ ვერ ითამაშა? ბელინგემი ინერტული იყო? ორივე დიდი ფეხბურთელია, ეს ხომ ერთი თამაშია, სიმშვიდისკენ მოგიწოდებთ. იგივეს თქმა შემიძლია ჰოლანდზეც.“

„ბელინგემი გოლებს კიდევ გაიტანს. ის რომ ბოლო მატჩებში ხშირად ვერ იღებდა მეტოქის კარს, არაფერს ცვლის, მისი პირდაპირი მოვალეობა გოლების გატანა არ არის. ინგლისელი შესანიშნავად მუშაობს ნახევარდაცვაში.“

„ჩუამენი ცენტრალურ მცველად? ეს არ არის მისი პოზიცია, ის ჩამშლელი ნახევარმცველია, მაგრამ როდესაც გუნდს სჭირდება, მსგავს როლსაც ირგებს.“

„ჩვენ გასვლაზე არაერთი მატჩი გვაქვს მოგებული, მათ შორის ძალიან ძლიერ „ბაიერნთან“, „ლივერპულთან“, „ჩელსისთან“ და სხვებთან. რატომ არ უნდა გავაკეთოთ იგივე „სიტისთან“? ეს სრულიად შესაძლებელია.“

„გვარდიოლას და მისი ფეხბურთელების კრიტიკა ბერნაბეუს? ვერ დავეთანხმები, ჩვენი არენა საუკეთესოა.“ dle 10.1


1

12 აპრილი 2024 15:40

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 279
პაპაა ზღაპრების კიდე გჯერაა 😀🤣 😀🤣

2

12 აპრილი 2024 19:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 847
ციტატა: vanoboy
პაპაა ზღაპრების კიდე გჯერაა 😀🤣 😀🤣

ვოლკერი და დე ბრუინი უბრუნდება და ფავორიტი აშკარა სიტია მაგრამ მაგრამ😁რეალია რა
-----------------------
"ბოღმამ შეჭამა ადამიანი, ყველაზე საშიში და საცოდავი ბოღმიანი კაცია, თუ პატიება არ შეგიძლია კაცი არახარ, გაიგე?!"

ბატონი კახი კავსაძე🖤🖤🖤

3

13 აპრილი 2024 01:24

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 56
სირ ჩავის და მთელ შტაბს 1 ბურთიანი უპირატესობის მიუხედავად მაინც სჯერათ რომ შემდეგ ეტაპზე გავლენ 🤣

4

13 აპრილი 2024 19:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 149
ვამბობდი ურთულესი თამაში იქნება-თქო და ეგრეც გამოვიდა, აი მანჩესტერში კი სასწაულიც ვეღარ გადაგვარჩენს ესე მგონია, გვარდიოლა ათი თავით ჯობია პაპა კარლოს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)