"რეალი" ჰოლანდიელებს იშორებს

"რეალი" ჰოლანდიელებს იშორებს
გუნდის 40% ესპანელი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული.


როისტონ დრენტესა და ვან დერ ვაარტის გაშვებით, "მადრიდში" არც ერთი ჰოლანდიელი არ დარჩა. მანამდე გუნდი რობენმა, სნეიდერმა, ჰუნტელაარმა და ნისტელროიმ დატოვეს. ყველა ეს ფეხბურთელი მადრიდულმა კლუბმა 123 მილ.ევროდ შეიძნა და 63-ად გაყიდა.

ვან დერ ვაარტი. იგი "ჰამბურგიდან" შეიძინეს 13 მილიონ ევროდ, ხოლო გაყიდეს "ტოტენჰემში" 10 მილიონად. კლუბმა 3 მილიონი იზარალა.

რობენი.
იგი "ჩელსიდან" 36 მილიონად შეიძინეს და გაყიდეს "ბაიერნში" 25-ად. 11 მილიონით ნაკლები.

სნეიდერი. "რეალმა" "აიაქსს" 25 მილიონი გადაუხადა მის შეძენისთვის და "ინტერში" 15 მილიონად გაყიდა. 10 მილიონით ნაკლები.

ჰუნტელაარი. იგი ასევე "აიაქსიდან" გადმოვიდა 20 მილიონად, და იმავე წელს წავიდა "მილანში" 13 მილ. ევროდ. 7 მილიონით ნაკლები.

ნისტელროი.
"მადრიდმა" 15 მილიონი გადაუხადა მასში "მანჩესტერს", შემდეგ რუუდი უფასოდ გადავიდა "ჰამბურგში". 15 მილიონით ნაკლები.

დრენტე. 14 მილიონად ნაყიდი ფეხბურთელი ახლა იჯარით გაუშვეს "ჰერკულესში".

ვანდერლეი ლუშემბურგუს მწვრთნელობის დროს გუნდში ბრაზილიელის კოლექციონირება იყო : რონალდო, სისინიო, რობინიო, კარლოსი, ბაპტისმა... შემდეგ კაპელოს დროს მათ დაემატათ ემერსონი და მარსელო. ცოტა ხანში მიატოვიჩმა და იმავე კაპელომ ბრაზილიელების მოშორება დაიწყეს. "წმენდის" შედეგაც გუნდში მხოლოდ მარსელო დარჩა, რომელსაც შარშან კაკა დაემატა, ფლორენტინო პერესის ერთ-ერთი "გალაქტიკოსი"

ახლა, მოურინიოს მოსვლამ იმოქმედა პორტუგალიელების მომატებაზე: კრიშტიანუ რონალდუსა და პეპეს წელს რიკარდო კარვალიოც დაემატა. მაგრამ არგენტინელები "რეალის" ყველაზე დიდ ადგილს იკავებენ უცხოურ კოლონაში: იგუაინი, გაგო, გარაი და დი მარია. მათ გარდა გუნდში კიდევ 5 ქვეყნის წარმომადგენლები არიან: ორი ბრაზილიელი (კაკა და მარსელო), ორი ფრანგი (ლასი და ბენზემა), ორი გერმანელი (ხედირა და ოზილი), მალიელი (მამადუ დიარა), პოლონელი (დუდეკი). გუნდის 40% ესპანელებს შეადგენს: კასილასი, ადანი, რამოსი, არბელოა, ალბიოლი, ალონსო, გრანერო, კანალესი, ლეონი და მატეოსი.

ინფორმაციის წყარო: Marca.Com dle 10.1

  • n1ka
  • 6 სექტემბერი 2010
  • 1813
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (380)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)