სარისკო გაშვება

სარისკო გაშვება
მადრიდის "რეალმა" არჩია ოზილი, კანალესი და კაკა გამთამაშებლის პოზიციისთვის, ხოლო წინა სეზონის ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ ფეხბურთელ, რაფაელ ვან დერ ვაარტზე უარი განაცხადა.


ზაფხულის სატრანსფერო პერიოდი შეიცავს სარისკო თამაშს, სადაც შენ ჩამოდიხარ ფსონს, რომელიც საბოლოოდ მორიგი სეზონის ბედს გადაწყვეტს. 2009 წლიდან მოყოლებული "რეალი" ყურადღებას გამთამაშებლის პოზიციის გაძლიერებას აქცევს. ფლორენტინო პერესის დროს, გუნდი ფეხბურთელების გაყიდვას სატრანსფერო ფანრჯის დახურვამდე რამოდენიმე დღით ადრე იწყებს, შეგახსენებთ, ტრანსფერები ოფიციალურად 31 აგვისტოს იხურება. შარშან 26 აგვისტოს, იმავე წესით მათ გაყიდეს სნეიდერი. მაშინ კლუბმა აქცენტი კაკაზე გადმოიტანა. რაც შეეხება ამ წელს, "რეალს" ოზილისა და კანალესის იმედი აქვს, ამიტომ კი, უარი განაცხადა ვან დერ ვაარტზე. თან, "რეალს" ჰოლანდიელის ტრანსფერის განახორციელებისათვის იმდენი დრო დასჭირდა, რომ 1 სექტემბერს შეუძლებელი იყო საერთოდ გაგება, შედგა ტრანსფერი თუ არა. საბოლოოდ, პრემიერ-ლიგამ დაუშვა ეს ტრანსფერი "ტოტენჰემში" 11 მილიონ ევროდ. ახლა კი "რეალის" წარმატება კანალესის და იოზილის ხელშია, ორი ახალგაზრდა ფეხბურთელის. რაც შეეხება კაკას, ბრაზილიელს ტრავმის გამო ამა წლის დეკემბრამდე მოუწევს უქმად ყოფნა.

ვან დერ ვაარტი "ჰამბურგიდან" "რეალმა" 2008 წელს 16 მილ. ევროდ შეიძინა და უკვე შემდეგ წელს გაიყვანა ტრანსფერებზე. "მადრიდს" მისი გაყიდვა ხარჯების ასანაზღაურებლად სურდა. კლუბში ბევრმა იფიქრა, რომ თავდასხმელების საგოლე პასებით მოსამარაგებლად კაკა და გუტიც საკმარისი იყო. ის ფაქტი, რომ ვან დერ ვაარტი არ გაიყიდა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ფინანსური მიზეზებით მოხდა. ჰოლანდიელი გუნდში ცოლის ავადმყოფობის გამო დარჩა, რომელსაც სასწრაფოდ სჭირდებოდა მკურნალობა. ამიტომ ვაარტი დარჩა კლუბის სურვილის მიუხედავად. მიუხედავად იმისა, რომ მისი იმედი არავის ჰქონდა, დროთა განმავლობაში იგი გუნდის საუკეთესო გამთამაშებლად ჩამოყალიბდა. მას ხშირად სათადარიგოთა სკამზე სვავდნენ, რაზეც იგი სიწყნარითა და ვარჯშებზე თავდაუზოგავი მუშაობით პასუხობდა. როდესაც იგი კაკას ცვლიდა, "მადრიდი" უკეთესად თამაშობდა. იგი ერთნაირად ეფექტიურად თამაშობდა როგორც ხაზების გასწვრივ, ისევე მეტოქის საჯარიმოში. მან არაერთი გადამწყვეტი გოლი გაიტანა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გუნდი ე.წ. "ქამ ბექს" ასრულებდა. ამ ბიჭმა გუნდში დიდი სახელი შეიქმნა.

აი ასე : პირველ სექტემბერს "მადრიდმა" უარი განაცხადა შემოწმებულ მებრძოლ ფეხბურთელზე, რათა ახალი გზა დაიწყოს. გასულ სამშაბათს ოპერაცია მისი ტრანსფერის თაობაზე წარმატებით დასრულდა დაახლოებით საღამოს 6 საათზე. თანაც, "რეალმა" ძლივს მოასწრო ყველა საკითხის მოგვარება, პრემიერ-ლიგის ჩინოვნიკებს კი მოუწია ყველა ფურცლების გადამოწმება, რათა ზუსტი დრო გაეგოთ ტრანსფერის განახორციელების, რის შემდეგაც მათ დაადასტურეს ეს ტრანსფერი. საბოლოოდ, "მადრიდის" მიერ გაგზავნილი აქტი ტრანსფერის შესახებ დროით მივიდა ადგილზე. " Gloucestеr Plаce"-ს ოფისებში, რომელიც ინგლისური ლიგის წამყვანი ორგანია, ვაარტის ტრანსფერს პირველი სექტემბრის 16:30-მდე არ ამტკიცებდნენ.

ვან დერ ვაარტის "ტოტენჰემში" გადასვლამ, "რეალის" ყოფილი მცველი ჯონატან ვუდგეითი ნომრის გარეშე დატოვა, რომელიც კვლავ აგრძელებს თავისი ქრონიკული ტრავმების წარუმატებელ მკურნალობას. ლონდონური კლუბის მწვრთნელი ჰარი რედნაპი, სიამოვნებით საუბრობდა ჰოლანდიელის გადმოსვლაზე :" მე მეგონა, რომ რაფაელი "ბაიერნში" გადავიდოდა 22 მილ. ევროდ. მაგრამ მოულოდნელად პრეზიდენტმა მითხრა, რომ რაფაელი შევიძინეთ:" ხედავ, ჩვენ იგი 8 მილიონ ფუნტად შევიძინეთ". ფასი მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა, რადგან მე ადრე პრეზიდენტს ვუთხარი:" თუ გსურს ფულის დახარჯვა, დახარჯე მასზე"

ინფორმაციის წყარო: Elpais.com dle 10.1

  • n1ka
  • 6 სექტემბერი 2010
  • 1308
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (380)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)