ანჩელოტი:,,მოგება შეგვეძლო"

კარლო ანჩელოტიმ „სიტისთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ მატჩის სტარტმა ყველაფერი შეცვალა. გოლის გაშვებამ, თანაც სრულიად უწყინარ სიტუაციაში ძალიან დაგვაბნია, თუმცა მალევე შევძელით წონასწორობის აღდგენა და წინ გასვლა. ვფიქრობ, პირველ ტაიმში მესამე გოლის გატანა შეგვეძლო, მაგრამ არ გაგვიმართლა. ამ შემთხვევაში სულ სხვა სურათს ვიხილავდით.“

„მეორე ტაიმში მაქსიმალურად ვცდილობდით, მეტოქისთვის სივრცეები არ მიგვეცა, ამას კი დიდი ენერგია სჭირდება, რაც საბოლოო ჯამში გამოგველია. გვარდიოლას გუნდმა შორეული დარტყმებით საოცარი გოლები გაიტანა, მაგრამ ისევ არ დავიბენით და წონასწორობა აღვადგინეთ.“

„თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ შედეგით ვერცერთ ვარიანტში ვერ ვიქნები კმაყოფილი. მთავარი ბრძოლა მანჩესტერში გველის, მაგრამ დავამტკიცეთ, რომ შესანიშნავად თამაში შეგვიძლია.“

„მთელი თამაში შემართებით და გამბედაობით ვითამაშეთ და ფეხბურთელებს მადლობას ვუხდი.“

„ვინისიუსი და როდრიგო მარცხენა ფლანგზე შესანიშნავად კომბინირებდნენ, გოეშს მე მივეცი დავალება, რომლის მიხედვითაც, მარცხენა ფლანგზე ხშირად გადადიოდა, ვინაიდან ბოლო მატჩებში ის ამ წერტილიდან განსაკუთრებით ეფექტური იყო.“

„შესვენებაზე ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ უფრო მწვავედ შეეტიათ და ასეც ვაპირებდით, თუმცა გაშვებულმა გოლებმა სირთულეები შექმნა.“

„სტადიონის გადახურვა? ამას უფრო კარგი ატმოსფერო შექმნა. საღამო მართლაც საოცარი გამოვიდა.“

„შანსები კვლავ თანაბარია, ჩვენ მცირე მინუსი გვაქვს გულშემატკივრების გამო, მაგრამ ინგლისშიც საუკეთესო ფეხბურთის ჩვენებას ვგეგმავთ.“

„ჩუამენი გუნდს დააკლდება, არჩევანს კი ედერ მილიტაოსა და ნაჩეტე ფერნანდესს შორის გავაკეთებ. ამ საკითხზე საუბარი ჯერ ადრეა.“

„4-3 მოგება უპირატესობას მოგვცემდა, მაგრამ გვარდიოლას გუნდთან მაინც მძიმე ბრძოლა მოგვიწევდა. სურათი არც ახლა იცლვება, ინგლისში ჩვენი მთავარი მიზანი მოგება უნდა იყოს.“

„ბელინგემს გოლი არ გაუტანია, მაგრამ მოედნის ყველა წერტილში ეფექტური იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მხრიდან დაცვითი ფუნქციების კარგი შესრულება.“

„გულშემატკივრები დიდ დახმარებას გვიწევენ, მათი როლი ყოველთვის ძალიან დიდია.“ dle 10.1

  • Hala
  • 10 აპრილი 2024
  • 5776
  • 6

1

10 აპრილი 2024 10:11

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2104
ბელინგემი თუ მოედნის ყველა წერტილში ეფექტური იყო-მე სხვა თამაშისთვის მიყურებია.საუკეთესო რუდიგერი იყო და ჯუდი ყველაზე სუსტი.ვინის ტყუილად ასხავთ-2 საგოლე პასი ციდან არ მოდის

2

10 აპრილი 2024 10:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1876
მშიშარა ხარ და დარწმუნებული ვარ შესვენებაზე ფეღბურთელებს ის კიარ უთხარი უფრო შეეტიათ არა პირიქით. უკან დაიხიეთ და კონტრშეტევაზეე ააწყვეთ თამაშიიო ..მშიშარა კუანა ხარ..9 დღე დაისვენეთ ამ 9 დღეში სიტმა 2 თამაში ითამაშეს. და ჩვენზე მეტი ირბინეს და პრესინგზეც უფრო გვეთამაშეს. უტრაკო ხარ შეუტიე ხო შეიძლება დააპრედინგე მოთხოვე. შემტევებს. უფრო დააპრედინგოს უფრო მეტი ირბინონ მაგრამ არააა

3

10 აპრილი 2024 10:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1803
უტრაკო კაცია ეს რაა.ეტიჰატზე არაფრის იმედი არ მაქვს სიტიმ ბურთი თავზე დაგვახია ყველა კომპონენტში გვჯობნიდნენ.70-30 ზეა სითის სასარგებლოდ.ეტიჰატზე მთავარია პაზორით არ წაგებაა როგორც შარშან.
-----------------------
Decimotercero

4

10 აპრილი 2024 10:37

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 59
ამ ბებერმა მოდრიჩმა კიდე რამდე ხანს უნდა გვათრიოს და გადაგვარჩინოს ნეტა , ტიპი შემოვიდა და თამაში დალაგდა სიტი უბურთოდ დარჩა ეგრევე მართლა მაესტროა
-----------------------
მადრიდის რეალი ყოველთვის ბრუნდება რათა ფეხბურთის ისტორია ჩაასწოროს ოქროს ასოებით

5

10 აპრილი 2024 10:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2040
მოდრიჩი და კროოსი ეტიჰადზე სასტარტოში დააყენე ბიჭო და ჯუდი დასვი ვაფშე სკამზე რა. ფედე და ჩამშლელი გვჭირდება და მოდრიჩის ადგილი აღარ გვექნება თუ ბელინსიმოს არ დასვამ

6

10 აპრილი 2024 11:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 326
DAIWYEBS WUWUNS MOGEBA SHEGVEZLO,MEORE TAMASHI NAXE

RO ARC ARAVIN USWOREBS EGAA SAPIQRALI

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)