ანჩელოტი:„შარშან სხვა სურათი იყო, წელს სხვა დონის ფეხბურთს ვითამაშებთ“

კარლო ანჩელოტიმ მანჩესტერ „სიტისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.


„დარწმუნებული ვარ, ხვალინდელ დაპირისპირებას „რეალის“ ყველა ფეხბურთელი კარგად ითამაშებს, ჩვენ გვქონდა შესაბამისი დრო და მოვემზადეთ, როგორც ტაქტიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. ეს უკანასკნელი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია მაღალი დონის შეხვედრებში.“

„ის, რომ ფეხბურთელებს ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში დისკვალიფიკაცია ემუქრებათ, საერთოდ არ მაშფოთებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შერკინება, სადაც ყველა ბოლომდე უნდა დაიხარჯოს. თუ რომელიმე ყვითელს მიიღებს და ინგლისში ვერ დაგვეხმარება, საქმეში სხვას ჩავრთავ. არანაირი შეშფოთება არ არსებობს.“

„შარშან „სიტისთან“ გამბედაობისა და ხასიათის გამოვლენის გარეშე ვითამაშეთ და შედეგიც კატასტროფული იყო, წელს სხვა სურათს იხილავთ.“

„კაილ ვოლკერი? არ ვფიქრობ, რომ გვარდიოლასთვის ეს დიდი პრობლემაა. პეპის განკარგულებაში უმაღლესი კლასის ფეხბურთელები არიან. ჩვენ არ ვამახვილებთ ყურადღებას „სიტის“ დანაკლისზე, ჩვენ ჩვენი გეგმა და სტრატეგია გვაქვს.“

„ბენზემასთან ერთად „რეალის“ შეტევის ხაზი რა თქმა უნდა ძალიან მწვავე იყო, მაგრამ ახლა ფიქსირებიული შემტევი არ გვყავს და უფრო მობილურები ვართ. ამ ყველაფერს აქვს, როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი ასპექტები.“

„სასტარტო თერთმეტეული ფორმირებული მაქვს, თუმცა ერთ გადაწყვეტილებაზე ჯერ-ჯერობით ვყოყმანობ და საბოლოოდ, ხვალ მოვიფიქრებ, რა გავაკეთო.“

„რა არის გეგმა? ახლა გეგმაზე ნამდვილად ვერ ვისაუბრებ. სიურპრიზები არ იქნება, „ბლანკოსი“ საკუთარ სახეს აჩვენებს.“

„ჯუდ ბელინგემი ეფექტურია, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში, ის დიდ დახმარებას უწევს გუნდს და დარწმუნებული ვარ, „სიტის“ წინააღმდეგ ბევრ სასარგებლო საქმეს გააკეთებს.“ dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)