რუდიგერი:,,რეალზე დიდი კლუბი არ არსებობს"

ანტონიო რუდიგერმა მანჩესტერ „სიტისთან“ დაპირისპირების წინ ინტერვიუ ჩაწერა...


„მოუთმენლად ველი მანჩესტერ „სიტის“ წინააღმდეგ მატჩს და ვთვლი, რომ ეს ძალიან რთული შეხვედრა იქნება. ხოსეპ გვარდიოლას განკარგულებაშია ერლინგ ჰოლანდი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო წინახაზელია და მის წინააღმდეგ ასპარეზობა რა თქმა უნდა, უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს, თუმცა ინგლისურ მხარეს ნორვეგიელი ფორვარდის გარდა არაერთი მწვავე მოთამაშე ჰყავს.“

„რას ვეტყოდი ჰოლანდს? ბევრს არაფერს, თუმცა ვპირდები, რომ მოედნის არცერთ წერტილში არ მივცემ თავისუფლებას.“

„მსოფლიოში არაერთი დიდი კლუბია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზეც დაუფიქსირებია წარმატება და სხვა ტურნირებზეც, მე მათ პატივს ვცემ,. მაგრამ მადრიდის „რეალს“ და მის დიად ისტორიას ვერცერთი შეედრება. ეს არის საუკეთესო კლუბი, უდიდესი ისტორიით და ფილოსოფიით, როდესაც „ბლანკოსში“ ხვდები, სულ სხვა ფეხბურთელად უნდა იქცე.“

„სამეფო კლუბში ფრე არ არის მისაღები შედეგი, აქ მხოლოდ მოგებაზე უნდა იფიქრო.“

„წარმატების საიდუმლო? ბოლო წამამდე ბრძოლა! „რეალში“ გასწავლიან, რომ არასდროს უნდა დანებდე.“

„მახსოვს ჩემი პირველი თვეები მადრიდში, ყველაფერი უცხო და ახალი იყო, მაგრამ კარგად გავაცნობიერე, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში მოვხვდი. მაშინ „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული იყო.“

„როდესაც „რეალის“ დაცვაში თამაშობ, ყოველთვის თავდაჯერებული უნდა იყო, ვინაიდან შემტევებს მეტი კრეატივის საშუალება მისცე.“ dle 10.1

  • Hala
  • 8 აპრილი 2024
  • 5577
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)