ანჩელოტი:„მოდრიჩის მომავალზე სეზონის ბოლოს ვისაუბრებთ“

კარლო ანჩელოტიმ „ბილბაოსთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.


„გუნდი კარგად მოემზადა. სანაკრებო პაუზის შემდეგ ყოველთვის რთულია ოპტიმალურ კონდიციაში ყოფნა, მაგრამ ბევრი ვიშრომეთ და ვთვლით, რომ ბერნაბეუზე გასამართ დაპირისპირებას მოწოდების სიმაღლეზე შევხვდებით.“

„კამავინგას პრობლემები ჰქონდა, მაგრამ მან დღეს კარგად ივარჯიშა და სრულფასოვანი დატვირთვის მიღება შეძლო.“

„„ბილბაო“ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ გუნდისთვის ყველა ქულას მნიშვნელობა აქვს, თუმცა ჩვენ პირველი ადგილი გასამტკიცებლად გამარჯვება გვესაჭიროება და საშინაო არენაზე ყველაფერს ვიღონებთ აქტივში 3 ქულის ჩასაწერად.“

„მილიტაო გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ ჯერ-ჯერობით 100%-ით არ ვტვირთავთ, მასთან დაკავშირებით სიფრთხილე გვმართებს.“

„კურტუასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა, უმძიმესი ინფორმაცია შევიტყვეთ, თუმცა მან ოპერაცია უკვე გაიკეთა და აღდგენითი პროცესიც დაიწყო. ბელგიელი ზაფხულში ჩვენთან ერთად იქნება და პრე-სეზონს სრულფასოვნად გაივლის, რაც კონდიციების აღდგენაში დაეხმარება.“

„ესპანეთისა და ბრაზილიის ნაკრებებების დაპირისპირებას დავესწარი და დიდი სიამოვნებაც მივიღე. ეს იყო კონკურენტუნარიანი და სახალისო დაპირისპირება, სადაც ბევრი გოლი გავიდა. მიხარია, რომ ვინისიუს ჟუნიორი და ენდრიკი ეფექტურები იყვნენ, ისინი ერთად თამაშს უკვე სწავლობენ.“

„ლუკა მოდრიჩის მომავალზე სეზონის ბოლოს ვისაუბრებთ. ახლა ხორვატი არა მომავალზე, არამედ მომდევნო 2 თვის წარმატებით დასრულებაზე ფიქრობს, რადგან წინ სეზონის გადამწყვეტი ეტაპია.“

„ჩილავერტის კრიტიკა ვინისიუსის მიმართ? მე არ მაინტერესებს იმ ადამიანების მოსაზრებები, რომლებიც საქმეში ჩახედულები არ არიან. ვინი სუპერ პროფესიონალია და ჩემი დიდი მხარდაჭერით სარგებლობს.“

„ახალი კონტრაქტები? ახლა ხელშეკრულებებზე მეტად სეზონის წარმატებით დასრულებაზე ვფიქრობთ, თუმცა რა თქმა უნდა, გუნდის მენეჯმენტი მუშაობს ფეხბურთელებთან.“

„დაცვის ცენტრში ორი ლიდერი დავკარგეთ, ეს არ იყო მარტივი ამბავი, მაგრამ რუდიგერის საოცარ ფორმაში ყოფნამ და გუნდისთვის უდიდესი საქმის კეთებამ დაცვაში პრობლემები მოხსნა. ნაჩოს მცირე შეცდომები ჰქონდა, მაგრამ ძალიან ბევრ მატჩში ეფექტურად ითამაშა. რამდენიმე შემთხვევაში დაცვის ცენტრი ორელიან ჩუამენიმაც გაამაგრა. ჩვენ ცოტა გოლს ვუშვებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმეს კარგად ვაკეთებთ. ამდენი პრობლემის ფონზე, კარგი შედეგები გვაქვს.“

„ლუნინმა შანსი მიიღო, რომელიც გამოიყენა. ფაქტია, რომ უკრაინელი კიპერი უდიდეს პროგრესს აჩვენებს. ის უფრო თავდაჯერებული გახდა და დარწმუნებული ვარ, სეზონის დასკვნით ეტაპზეც მოწოდების სიმაღლეზე იდგება.“

„მილიტაო ეტაპობრივად განვითარდება. არ გამოვრიცხავ, „ბილბაოსთან“ მცირე დრო მივცე. შემდეგ დავაკვირდებით მის პროგრესს და „სიტისთან“ მატჩისთვის გადაწყვეტილებას მივიღებთ. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ პროგრესს აჩვენებს ბრაზილიელი დღეების მიხედვით.“

„„ბილბაო“ და სამეფო თასის ფინალი? ამისთვის მათ ერთი კვირა აქვთ, ამიტომ „რეალთან“ ძალებს არ დაზოგავენ. ბასკები ფიქრობენ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაზე, შესაბამისად, ძალიან შემართულები იქნებიან.“

„ტონი კროოსის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილი არაფერია. მე არაერთხელ მითქვამს, რომ გერმანელის დარჩენას მივესალმები. მას არ აქვს კარიერის დასრულების ასაკი, ვთვლი, რომ ჩვენმა ვარსკვლავმა ეს ნაბიჯი არ უნდა გადადგას, თუმცა ვალდებული ვარ, ფეხბურთელის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივი ვცე და მისი პოზიცია გავიზიარო.“

„თუ მილიტაო „სიტისთან“ დაპირისპირებისთვის დაბრუნებას შეძლებს, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან მეორე სართულზე ერთ-ერთი საუკეთესოა.“

„მბაპე? არ აქვს მნიშვნელობა ფეხბურთელებს, „რეალის“ ქომაგებისთვის მთავარი გუნდია და არა ამ მაისურში გამოწყობილი მოთამაშეები.“

„ვინისიუსი დაგვაკლდება, ამაზე ძალიან ვწუხვარ, მაგრამ რეალობას უნდა შევეგუო. ჩვენ ალტერნატივებს გამოვიყენებთ.“ dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)