ფიგუ:„მბაპესთვის „რეალი“ ყველაზე მეტის მიმცემი იქნება“

ლუიშ ფიგუმ მადრიდის „რეალში“ მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.


„ბერნაბეუზე საოცარი სტადიონია. რეკონსტრუქციამ ეს არენა კიდევ უფრო მიმზიდველად აქცია. დარწმუნებული ვარ, სანტიაგო ბერნაბეუზე უამრავ საინტერესო დაპირისპირებას ვიხილავთ.“

„აქ დაბრუნებით ბედნიერი ვარ. მადრიდი მიყვარს, „რეალში“ კი საოცარი წლები გავატარე. რა თქმა უნდა ემოციური და დიდი ისტორიის მატარებელია ყველა ის ადგილი, რომელშიც ახლა ვმოძრაობ.“

„„რეალს“ ლა ლიგაში საქმე გაცილებით მარტივად აქვს, ვიდრე ჩემპიონთა ლიგაზე, რადგან ანჩელოტის გუნდმა შიდა ჩემპიონატში მდევრებთან საკმაოდ მნიშვნელოვანი სხვაობა მოიპოვეს, ჩემპიონთა ლიგაზე კი „სიტი“ ურთულესი მეტოქე იქნება. თუ „ბლანკოსი“ გვარდიოლას გუნდს დაამარცხებს, ნახევარფინალშიც მძიმე მეტოქე ელის, ფინალი კი რა თქმა უნდა დამატებითი გამოწვევაა.“

„ანჩელოტიმ ჩემზე კარგად იცის, როგორ ეთამაშოს „სიტის“, სწორედ ამიტომ რჩევები არ სჭირდება. მანჩესტერულ გრანდს უყვარს ბურთის გაკონტროლება, სწორედ ამიტომ საჭიროა მათი ნახევარმცველების და გადამწყვეტი მოთამაშეების მაქსიმალური შებოჭვა.“

„ზიდანი, რობერტო, მორიენტესი, რაული, კასილიასი და სხვები. მათთან შეხვედრა ძალიან სასიამოვნოა. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე.“

„მბაპე? მან უნდა იცოდეს, რომ მსოფლიოში არ არსებობს კლუბი, რომელიც მას „ბლანკოსზე“ მეტს მისცემს. მე არ ვიცი, ითამაშებს თუ არა ფრანგი სამეფო კლუბის რიგებში, რადგან „პსჟ“-ს მოქმედი ფეხბურთელია, თუმცა თუ ის ბერნაბეუზე იასპარეზებს, „გალაქტიკო 2.0“-თან მართლაც ახლოს ვიქნებით.“ dle 10.1


1

24 მარტი 2024 20:34

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 231
Pigu💜

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)