მსაჯთა ტექნიკური კომიტეტის ოფიციალური პასუხი „რეალს“

მას შემდეგ, რაც მადრიდის „რეალმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, მსაჯმა ტექნიკურმა კომიტეტმა სამეფო კლუბს ასევე ოფიციალური განცხადებით უპასუხა.


მსაჯთა ტექნიკურ კომიტეტს სურს სრული მხარდაჭერა გამოუცხადოს ლა ლიგის მსაჯს, ხუან მარტინეს მუნუერას, რომელიც იყო მადრიდის „რეალის“ აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებების ადრესატი.

„ბლანკოსი“ მიუთითებს გაფრთხილებების სერიაზე, რომელიც „ელ სადარის“ სახელობის სტადიონზე მსაჯმა ფეხბურთელებისგან მიიღო, თუმცა აუდიოჩანაწერების განხილვის შემდეგ უნდა განიმარტოს, რომ მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ამასთანავე კლუბის დელეგატს მუნუერასთვის არანაირი ცნობა არ წარუდგენია რაიმე სახის დისკრიმინაციის შესახებ, რომელიც ვინისიუს ჟუნიორის მიმართ განხორციელდა.

ამასთანავე ტექნიკური კომიტეტი გმობს, ნებისმიერ ქმედებას, რომელიც დაკავშირებულია დისკრიმინაციასთან, რასიზმთან და სხვა სახის ძალადობრივ ქმედებებთან. აღნიშნული კომიტეტი 2005 წელს იყო ხელისმომწერი იმ პროტოკოლის, რომელიც ხელს უწყობდა ზემოაღნიშნული ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლას.

მსაჯთა ტექნიკური კომიტეტი ღიაა წარმართოს და მიიღოს მონაწილეობა ან ითანამშრომლოს ნებისმიერ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელსაც საფეხბურთო დაწესებულება განსაზღვრავს ჩვენს სპორტში ძალადობის, რასიზმის, ქსენოფობიის ან შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლისა და აღმოფხვრის მიზნით.

მსაჯები არიან სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის ძირითადი მიმღებები, რომლებიც ფეხბურთის ყველა მოედანზე ხდებ და, შესაბამისად, ყველაზე მეტად დაინტერესებულნი ასეთი საქციელის აღმოფხვრითა თუ ფეხბურთიდან გაძევებით. dle 10.1

  • Hala
  • 19 მარტი 2024
  • 1867
  • 7

1

19 მარტი 2024 20:36

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 42
აუ კურტუას ახლა
მენისკი გაეგლიჯა(((

ლუნინმა უნდა ივაჟკაცოს ახლა, დაამტკიცოს თუ არის რეალის დონის

2

19 მარტი 2024 21:01

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 279
ციტატა: Crow
აუ კურტუას ახლა
მენისკი გაეგლიჯა(((

ლუნინმა უნდა ივაჟკაცოს ახლა, დაამტკიცოს თუ არის რეალის დონის

ყველაზე დიდი ძალაა იქნება კურტუას ყოფნაა ლიგაზე მაგრამ ვფიქრობ წელს უფრო დაბალანსა გუნდი გვარდიოლად და დახვეწაა

3

19 მარტი 2024 21:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 321
კურტუამ დაასრულა სეზონი, და ალბათ დიდი ფეხბურთიც

4

19 მარტი 2024 21:52

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1706
ციტატა: Guti14
კურტუამ დაასრულა სეზონი, და ალბათ დიდი ფეხბურთიც

ცუდია, მაგრამ ნოიერი დაბრუნდა ფეხის მოტეხვის შემდეგ იმედია კურტუაც დაბრუნდება, კარიერა დამთავრდა, არამგონია.

5

19 მარტი 2024 21:57

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 321
ციტატა: jeko_madrid
ციტატა: Guti14
კურტუამ დაასრულა სეზონი, და ალბათ დიდი ფეხბურთიც

ცუდია, მაგრამ ნოიერი დაბრუნდა ფეხის მოტეხვის შემდეგ იმედია კურტუაც დაბრუნდება, კარიერა დამთავრდა, არამგონია.

ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა თუ მენისკის პრობლემაა?

6

19 მარტი 2024 22:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1706
ციტატა: Guti14
ციტატა: jeko_madrid
ციტატა: Guti14
კურტუამ დაასრულა სეზონი, და ალბათ დიდი ფეხბურთიც

ცუდია, მაგრამ ნოიერი დაბრუნდა ფეხის მოტეხვის შემდეგ იმედია კურტუაც დაბრუნდება, კარიერა დამთავრდა, არამგონია.

ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა თუ მენისკის პრობლემაა?

ახლა მეორე მუხლზე აქვს მენისკის პრობლემა როგორც ვიცი, 2-3 თვე უნდა რა აღდგენას, ესეიგი ზაფხულში საკმაოდ დრო აქვს იმისთვის, რომ შემდეგი სეზონისთვის მოემზადოს.

7

20 მარტი 2024 17:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1172
მსაჯთა კომიტეტი კარგად იყოს და თუ ვინმე მოედანზე ცუდად იქცევა ეს თვითონ ვითომ მსხვერპლი რასიზმისა ვინისიუსია, ლაიფციგთან თამაშში აშკარად გამოჩნდა რო ვინიციუსს კი არ ამცირებენ, პირიქით თვითონ ამცირებს მოწინააღმდეგეებს. მსოფლიომ ნახა როგორ ეუხაშა უკნიდან ის მეტოქე ფეხბურთელს და როცა მას საყვედური წამოსცდა ულაპარაკოდ წააქცია, არადა იმ ტიპს რო ხელი გაენძრია ვიცი ვინისიუსი ატირდებოდა და იტყოდა რასისტული შეძახილი ქონდა ჩემი მისამართითო.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)