მოდრიჩი:„ჯერ არის „რეალი“ და შემდეგ ყველა სხვა გუნდი“

ლუკა მოდრიჩმა ძალიან საინტერესო საკითხებზე ისაუბრა...


„მადრიდის „რეალი“ არის ტოპ გუნდი, ყველა სხვა კლუბი ერთი ნაბიჯით უკან იმყოფება. ეს არის მსოფლიოში საუკეთესო კოლექტივი, დიდი ისტორიით და შემართებით.“

„როდესაც „რეალის“ ფეხბურთელი ხარ, ყოველთვის ფიქრობ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე. როცა აქ ჩამოვედი მსურდა, რომ 2 ჩემპიონთა ლიგა მომეგო, მაგრამ 5-ჯერ შევძელი ევროსარბიელზე წარმატების მიღწევა. ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელი შედეგია. „ბლანკოსის“ ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის მოსმენისას სხვა მოტივაცია ეძლევათ. მიხარია, რომ ისტორიის ნაწილი ვარ.“

„ლა ლიგა 3-ჯერ მოვიგე, ჩემპიონთა ლიგა კი 5-ჯერ. ეს ალბათ მართლაც დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია. ამ სეზონში ლა ლიგის მოგებასთან ახლოს ვართ და ჩემს კოლექციას კიდევ უფრო გავამდრიდრებ, ჩემპიონთა ლიგაზე კი ურთულესი მატჩები გველის. ჩვენ ორივე ტიტულისთვის ბოლომდე ბრძოლას ვგეგმავთ.“

„მე მიყვარს ფეხბურთი და მსურს, გავაგრძელო თამაში, იქნება ეს „ბლანკოსში“ თუ სხვა კლუბში. კარიერის დასრულებას ჯერ არ ვაპირებ და ჩემს ფიზიკურ კონდიციებზე ბევრს ვზრუნავ.“

„დავრჩები თუ არა „რეალში“? არ ვიცი, არ ვიცი. რთული სათქმელია.“

„კაზემირო და კროოსი? მათთან თამაში უდიდესი სიამოვნება იყო. დავალებებს უნიკალურად ვასრულებდით და ჩვენი ფუნქციები გვქონდა. გარდა ამისა, ამ ტრიომ „ბლანკოსში“ არაერთ პერსპექტიულ ფეხბურთელს გაუკვალა გზა. კაზემირო წავიდა, მაგრამ მე და ტონი ახლაც ვეხმარებით ახალბედა მადრიდისტებს. ჩვენს შემდეგ „რეალში“ ღირსეული ნახევარცმველების თაობა იქნება.“ dle 10.1

  • Hala
  • 19 მარტი 2024
  • 1464
  • 5

1

19 მარტი 2024 13:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9058
ნუ ათამაშებ ერთ ადგილს. ფრხბურთი ყვარებია თურმე, ერთი სეზონიც გაჩერდი რეალში და მერე დაასრულე ღირსეულად კარიერა ზედმეტი ბოდიალის და ფულზე გაყიდვის გარეშე

2

19 მარტი 2024 15:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 48
ციტატა: kontaqti
ნუ ათამაშებ ერთ ადგილს. ფრხბურთი ყვარებია თურმე, ერთი სეზონიც გაჩერდი რეალში და მერე დაასრულე ღირსეულად კარიერა ზედმეტი ბოდიალის და ფულზე გაყიდვის გარეშე

არც იყიდება ფულზე და არც ერთ ადგილს ათამაშებს თქვა კაცმა თუ შემომთავაზებენ კონტრაქტს დავრჩებიო თუარადა სხვაგან გააგრძელებს და სწორიც იქნება

3

19 მარტი 2024 16:45

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9058
ციტატა: tedo123
არც იყიდება ფულზე და არც ერთ ადგილს ათამაშებს თქვა კაცმა თუ შემომთავაზებენ კონტრაქტს დავრჩებიო თუარადა სხვაგან გააგრძელებს და სწორიც იქნება

საქმეც მაგაშია რომ ეს სხვაგან არ უნდა იყოს ევროპის იქით, აი ამისი თქმა მინდა

4

19 მარტი 2024 17:25

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 161
დაბერდი შენ ჩემო ლუკიტო - გამხდარხარ ზანტი და მშვიდი

5

19 მარტი 2024 21:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 48
ციტატა: kontaqti
ციტატა: tedo123
არც იყიდება ფულზე და არც ერთ ადგილს ათამაშებს თქვა კაცმა თუ შემომთავაზებენ კონტრაქტს დავრჩებიო თუარადა სხვაგან გააგრძელებს და სწორიც იქნება

საქმეც მაგაშია რომ ეს სხვაგან არ უნდა იყოს ევროპის იქით, აი ამისი თქმა მინდა

ხოდა თუარ შესთავაზა რეალმა სულელი ხოარ არის სადმე სხვაგან არწავიდეს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (251)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)