ანჩელოტი:„ურთულესი ეტაპი გვაქვს, „სიტი“ ფავორიტი იქნება“

კარლო ანჩელოტიმ „ოსასუნასთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალებსაც შეეხო...


„სანაკრებო შეკრებამდე 1 მატჩია დარჩენილი, სადაც „ოსასუნა“ უნდა დავამარცხოთ და მორიგი 3 ქულა ჩავიწეროთ აქტივში. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია და სერიოზულად ვემზადებით.“

„ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგად „რეალს“ ყველაზე რთული მეტოქე შეხვდა. მანჩესტერ „სიტი“ არავისთვის არის სასიამოვნო მოწინააღმდეგე, რადგან ხოსეპ გვარდიოლას კოლექტივში არნახული რესურსი აქვს.“

„თუ ჩემპიონთა ლიგის მოგება გვსურს, ნებისმიერი მეტოქის დამარცხება უნდა შევძლოთ. პირდაპირ გეტყვით, რომ „სიტი“ ჩვენთან ფავორიტია. რევანშზე არ ვფიქრობ, მე გამარჯვებაზე ვარ ორიენტირებული.“

„ის, რომ პირველი მატჩი ბერნაბეუზეა და მეორე მანჩესტერში, აბსოლუტურად არაფერს ცვლის.“

„სანაკრებო შეკრების შემდეგ კურტუა და მილიტაო ეტაპობრივად დაუბრუნდებიან გუნდს. არანაირი რისკი არ უნდა არსებობდეს, სხვა შემთხვევაში, მათ მოედანზე გასვლის საშუალებას არ მივცემ. მიხარია, რომ გუნდს ორი დიდი ფეხბურთელი დაუბრუნდება.“

„რასიზმი ვინისიუსის წინააღმდეგ დასადგომია. ვალენსია სამაგალითოდ მოიქცა და მაქსიმალურად ეცადა ყველა დამნაშავის დასჯას, იგივე უნდა გააკეთოს „ატლეტიკომაც“, ამ საშინელებას წერტილი უნდა დაესვას.“

„ნუ დაგავიწყდეთ, რომ მოროკოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე საოცრად გამოვიდა, ამ გუნდში შესაბამისი რესურსი არსებობს, ბრაჰიმ დიასი კი წინა ხაზს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.“

„შარშან „სიტისთან“ ბევრი შეცდომა დავუშვათ და ძალიან დიდი ანგარიშით წავაგეთ. გვარდიოლას გუნდმა ყველა კომპონენტში დაგვჯაბნა, თუმცა ახლა სხვა სიტუაციაა.“

„ჩვენ სეზონის გადამწყვეტ ეტაპს მოწოდების სიმაღლეზე შევხვდებით, რადგან გუნდს კურტუა და მილიტაო ეყოლება, ეს უდიდესი მიღწევა იქნება.“ dle 10.1

  • Hala
  • 15 მარტი 2024
  • 12442
  • 5

1

15 მარტი 2024 20:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5969
მაკარონიკა ხარ აბა რა, ახლავე აჩვევს ფანებს ფავორიტი სიტიაო, მერე თავისი ობები რომ არ დააბრალონ
-----------------------
ჰალამადრიდ.

2

15 მარტი 2024 22:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2118
გაანებე ლუნინს თავი-მშვენივრად დგას.ტიბოს ფორმაში შესვლა აცალე.აი მილი კი ჰაერივით გვჭირდება-ნაჩოს ყველა პონტში აჯობებს

3

16 მარტი 2024 08:12

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2001
კარლიტო თუ გვარდიოლამ მოპარული ჟესტივით გათრია,ჩათვალე რომ ჩემოდანი უნდა ჩაალაგო.😁😁😁

4

16 მარტი 2024 08:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 179
ციტატა: zizu2020
კარლიტო თუ გვარდიოლამ მოპარული ჟესტივით გათრია,ჩათვალე რომ ჩემოდანი უნდა ჩაალაგო.😁😁😁

Karlitomac atria tan sakutar stadionze ))) 0:4. )))

5

16 მარტი 2024 17:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1187
„რასიზმი ვინისიუსის წინააღმდეგ დასადგომია. ვალენსია სამაგალითოდ მოიქცა და მაქსიმალურად ეცადა ყველა დამნაშავის დასჯას, იგივე უნდა გააკეთოს „ატლეტიკომაც“, ამ საშინელებას წერტილი უნდა დაესვას.“
კი ბატონო, მაგრამ სხვა შავები რო გყავთ გუნდში ვინმე ეხება? რა შუაშია რასიზმი როცა უუზრდელესი ადამიანია, თვითონ დაჯარიმდა ლაიფციგთან და კიდევ მეტოქეს კრა ხელი.
თქვენ თვითონ აღიარებთ რო ცუდად იქცევა და სხვამ რატომ უნდა აიტანოს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (251)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)