ბრაჰიმ დიასი:,,მბაპე საუკეთესოთა შორისაა"

ბრაჰიმ დიასმა მოროკოს ნაკრებსა და მადრიდის „რეალში“ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.


„თუ მბაპე მადრიდის „რეალში“ გადმოვა, ჩემს შიშს ნამდვილად ვერ გამოიწვევს, ვინაიდან უკვე შევეჩვიე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად თამაშს და კონკურენციაში შესვლას.“

„მე ვთვლი, რომ მადრიდული გრანდი ვარსკვლავების ადგილია, სწორედ ამიტომ, ნებისმიერი ტოპ ფეხბურთელის გამადრიდელებას მივესალმები.“

„მოროკოს ნაკრები? ეს არჩევანი გულწრფელი იყო, მე გადაწყვეტილებას ყოველთვის გულით ვიღებ. მომწონს დამოკიდებულება, რომელიც ადგილობრივებს ჩემს მიმართ ჰქონდათ. ამ ნაკრებისთვის ბოლომდე დავიხარჯები და მჯერა, რომ წარმატების მიღწევასაც შევძლებ.“

„სულ პატარა ვიყავი, როდესაც ინგლისში გადავედი საცხოვრებლად, შესაბამისად, არაბული ენის პრობლემა მაქვს, მაგრამ უკვე დავიწყე სწავლა.“

„ჯუდ ბელინგემს ყოველდღე ვეუბნები, რომ მას აქვს ყველაფერი ოქროს ბურთის მოსაგებად, სწორედ ამიტომ, განვითარება არ უნდა შეწყვიტოს.“

„ვაპირებ ბოლომდე ვისარგებლო წუთებით, რომელიც მადრიდის „რეალში“ მაქვს, აქედან არსად წასვლას არ ვგეგმავ და მჯერა, რომ მადრიდული წლები დაუვიწყარი იქნება.“ dle 10.1


1

16 მარტი 2024 08:22

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1998
კარგი ხარ ბრაჰიმ,ასე განაგრძე.💪💪💪💪👍

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (232)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)