ანჩელოტი:„ჩემი და ვინისიუსის საუბარი არ გასაჯაროვდება“

კარლო ანჩელოტიმ „სელტასთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.


„„სელტა“ საკმაოდ კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, მაგრამ ჩვენ გამარჯვება გვმართებდა და სასურველ შედეგს მივაღწიეთ. პირველი გოლის შემდეგ ბევრჯერ შევქმენით საგოლე მომენტი, მაგრამ მეტოქის კარის ვერ ავიღეთ. პირველ ტაიმში უკეთესი შედეგის დაფიქსირება შეიძლებოდა.“

„სტანდარტები კარგად გამოვიყენეთ, მეორე სართულზე მოწოდების სიმაღლეზე ვიდექით და კუთხურების დროს ზეწოლას ვზრდიდით, ეს რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო.“

„მეორე გოლი შედარებით გვიან გავიდა და ამ მომენტმა ყველაფერს წერტილი დაუსვა, ფეხბურთელები მაქსიმალურად ცდილობდნენ საუკეთესო ფეხბურთის ჩვენებას და აქტივში 3 ქულის ჩაწერას.“

„ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვეთ და გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას ნაბიჯ-ნაბიჯ განაგრძობს. მცირე ხარვეზები დღესაც შევამჩნიე, თუმცა მთავარი ის არის, რომ კოლექტივი პროგრესირებს და მომდევნო ტურს უფრო მაღალ დონეზე შეხვდება.“

„სანაკრებო შესვენების შემდეგ გუნდს ტიბო კურტუა და ედერ მილიტაო დაუბრუნდებიან, ეს მართლაც დიდ რესურსს მოგვცემს და მიხარია, რომ ორივე მოთამაშის აღდგენითი რესურსი ასეთ ტემპში მიმდინარეობს.“

„არდა გიულერმა გოლის გატანა შეძლო, მთელი გუნდი კმაყოფილი იმით, რომ ახალგაზრდა მოთამაშემ საკმაოდ ლამაზ ეპიზოდში მოახერხა მეტოქის კარის აღება, ჩვენ მას მივულოცეთ და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ფსიქოლოგიური მუხტი.“

„ლუკა მოდრიჩმა ოვაციები დაიმსახურა, მას სრულყოფილი მატჩი ჰქონდა და მოედნის ყველა წერტილში ეფექტური იყო.“

„ედუარდო კამავინგამ თამაშს მეტი ტემპი და სისწრაფე შესძინა, სწორედ ამიტომ უყვართ მადრიდელ ქომაგებს ფრანგი ახალგაზრდა.“

„არდას უდიდესი ნიჭი აქვს, რომელსაც ყველა ვარჯიშს ვხედავთ. ზუსტი ვიცი, რომ თურქი საკუთარ ტალანტს გამოავლენს და მისი სათამაშო დროც გაიზრდება.“

„რუდიგერი ნამდვილი პროფესიონალია. დიახ, მას შესანიშნავი იუმორი აქვს, თუმცა როდესაც საქმეზე ვსაუბრობთ, მაქსიმალურ სერიოზულობას იჩენს, მისი დამოკიდებულება, რომელიც საქმისადმი არსებობს აუცილებლად აღსანიშნავია.“

„ვინისიუსს ვუთხარი, რომ ის მსოფლიოში საუკეთესოა და ასე უნდა გააგრძელოს, ბრაზილიელს ვერასდროს აჩერებენ.“

„მეორე გოლის გატანის შემდეგ, ფეხბურთელებს ყველა სახის დაძაბულობა მოეხსნათ.“

„პრემიერლიგა თუ ლა ლიგა? ტემპის მხრივ, ინგლისი საუკეთესოა, მაგრამ ტაქტიკურ დონეზე, ლა ლიგაზე კარგი ჩემპიონატი არ არსებობს.“

„ბრაჰიმ დიასის ესპანეთის ნაკრებში გამოძახება? ეს ჩემი საქმე არ არის, დიასს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ არ ვიცი, რას აპირებს „ფურია როხას“ მთავარი მწვრთნელი, რომელსაც ძალიან დიდი არჩევანი აქვს.“

„კამავინგა თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა, მას მოდრიჩიც ეხმარებოდა. არსებობს მატჩები, სადაც ფეხბურთელები საკუთარ საუკეთესო ვერსიას აჩვენებენ.“

„როდრიგოს გოლი აკლდა, მაგრამ ბევრს აქტიურობდა, განსაკუთრებით ამის თქმა პირველ ტაიმზე შეიძლება.“

„ყვითელი ბარათები და ვინისიუსი? მას ამაზე ვესაუბრე და ვუთხარი, რომ ჩვენი საუბარი ჩვენს შორის დარჩება, სწორედ ამიტომ, პირადი დიალოგების გასაჯაროებას არ ვაპირებ.“

„როდესაც „რეალი“ ფრეს თამაშობს, პრესაში წერენ, რომ კრიზისი დაწყებულია, ამას დიდ ყურადღებას აღარ ვაქცევ.“

„აგრესია, რომელიც ვინისიუს მიმართ არსებობს უნდა დასრულდეს.“ dle 10.1


1

11 მარტი 2024 00:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 310
ატ ველოდი სტატიებს,ყოჩაღ მადლობა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)