ანჩელოტი:„არ მახსენდება ფეხბურთელი, რომელიც ვინისიუსზე მეტს იტანს“

კარლო ანჩელოტიმ „სელტასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„სხვა ინტენსივობა, აგრესია და ტაქტიკური განსწავლულობა გვმართებს. „სელტასთან“ მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ, სწორედ ამიტომ, გუნდი მაქსიმალურად ეცადა „ლაიფციგთან“ დაპირისპირებაში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას. გულშემატკივართა წინაშე ჩემპიონთა ლიგის მატჩში ცუდი შთაბეჭდილება დავტოვეთ, ახლა კი სიტუაციის გამოსწორების დროა.“

„ხვალინდელ დაპირისპირებაში ცვლილებებს არ გამოვრიცხავ. როტაცია ძალიან დიდი არ იქნება, თუმცა რამდენიმე პოზიციაზე ცვლილება აუცილებლად განხორციელდება.“

„ლა ლიგაში მარათონი გრძელდება. დიახ, ჩვენ ფავორიტები ვართ, რადგან მდევრებთან ქულებში სხვაობა გვაქვს, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენ უნდა ვეცადოთ, მაქსიმალურად ბევრი ქულა მოვიპოვოთ და სტაბილური თამაში ვაჩვენოთ.“

„გადავხედე ისტორიას არ მახსენდება ფეხბურთელი, რომელიც ვინისიუსზე დიდ ზეწოლას გრძნობდა. მეტოქეები ბრაზილიელს ურტყამენ, უსტვენენ, ფანები აგრესიას გამოხატავენ, ზოგიერთი სპეციალურად ეუხეშება და სპეკულაციებს აქვს ადგილი. არ დამვიწყებია შარშანდელი სეზონი და არაერთი აგრესია. არ დამვიწყებია შარშან „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩში განვითარებული მოვლენები. რატომღაც ამაზე არავინ საუბრობს.“

„„ლაიფციგში“ 1 ბურთიანი უპირატესობით გავიმარჯვეთ, რამაც ბერნაბეუზე მშვიდად ყოფნის საშუალება მოგვცა. ჩვენ ვეცადეთ, 5 ნახევარმცველით ბურთი გვეკონტროლებინა, მაგრამ ტაქტიკამ არ გაამართლა, ფეხბურთელები დაბნეულები იყვნენ.“

„სანაკრებო შესვენების შემდეგ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშს დაიწყებენ ტიბო კურტუა და ედერ მილიტაო. ორივე დიდი ძალაა ჩვენი გუნდისთვის, ეს შესანიშნავი ამბავია.“

„როდრიგოს გოლები? ბრაზილიელის ღვაწლი სამეფო კლუბის წარმატებში უდიდესი. ის ხან ბევრს იტანს, ხანაც ვერა, მაგრამ ყოველთვის აქტიურია და გუნდს ეხმარება. ნუ დაივიწყებთ, რომ როდრიგო სწორედ იქ არის, სადაც გუნდს სჭირდება. ნუ დაივიწყებთ, რა გააკეთა მან მანჩესტერ „სიტისთან“ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში.“

„ბრაჰიმ დიასი და მოროკოს ნაკრები? ეს მისი პირადი საკითხია. დიასთან ეროვნულ ნაკრებზე არ მისაუბრია, ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ.“

„ბელინგემის სახით დიდი დანაკლისი გვექნება. ინგლისელი წინა ხაზს ძალიან ეხმარება. დაცვაში მისი როლი მცირეა და ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს.“

„შესაძლოა კონცენტრაციის ნაკლებობა იყო, თუმცა გუნდს ფსიქოლოგიური დაღლა არ უნდა შეეტყოს და „ლაიფციგთან“ მატჩი კარგად გააანალიზოს.“

„„ჟირონასთან“ მატჩი სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მას შემდეგ გუნდმა მოუკლო, თუმცა ახლა არა რეგრესის, არამედ მომატების და აქტივში ბევრი ქულის ჩაწერის დროა. გუნდი კრიტიკას ჯანსაღად იღებს და მაქსიმალურად ცდილობს, საუკეთესო ფეხბურთი ითამაშოს. სანაკრებო შესვენებამდე ორივე მატჩი უნდა მოვიგოთ.“

„ჯუდის სანქცია გადაჭარბებულია. დიახ, საჩივარი კიდევ ერთხელ შევიტანეთ და ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ, რადგან 2 მატჩის განმავლობაში ინგლისელი არ უნდა დავაკლდეს.“ dle 10.1

  • Hala
  • 9 მარტი 2024
  • 2028
  • 1

1

9 მარტი 2024 21:46

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2095
ემოციები გასაგებია,მაგრამ ძნელია თავი შეიკავო როცა ორ ქულას გპარავენ ჯიბიდან…თუმცა სასჯელი რო არ აცდებოდა კი უნდა ცოდნოდა ჯუდს.გაიზრდება დაღვინდება და ისწალის ნერვების მოთოკვას

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)