ფელიქს მაგატს რაულის ქება არ ბეზრდება

ფელიქს მაგატს რაულის ქება არ ბეზრდება
"სამეფო კლუბი"-არამარტო ახლანდელი გუნდი და მისი შემადგენლობაა, არამედ იგი ლეგენდებითა და ისტორიითაა სავსე, რომლებიც დღემდე ცოცხლობენ მადრიდის გულშემატკივართა შორის, იმის შესახებ, თუ როგორ ეჩვევა რაული ახალ გუნდს, ისაუბრა გერმანული "შალკე 04"-ის მთავარ მწვრთნელ ფელიქს მაგატმა.


პირადად თქვენ როგორ აფასებთ რაულის მუშაობს ახალ გუნდში?

ვერ ვიტყი რომ ჩემთვის სიურპრიზი იყო, რადგან რაულის თვისებები ყველასთვის ცნობილია, მაგრამ მე შეშფოთებული ვიყავი. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ის, თუ როგორ ინარჩუნებს ფეხბურთელი ყმაწვილის შემარტებას და ვარჯიშობს თავდაუზოგავად. იგი ბოლომდე იხარჯება. ეს ნამდვილი მიბაძვის მაგალითია.


რაულის რა თვისებას გამოყოფდით განსაკუთრებით ?

უდავოდ მისი პირადი თვისებები და შესანიშნავი ხასიათი. იგი ნამდვილი გამარჯვებულია.

თქვენი აზრით როგორ გაიარა მან ადაპტაცია ქალაქში, მოთამაშეებსა და გუნდში ?


რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, სწრაფად. გულშემატკივრები რაულით მოხიბლულნი არიან. იგი ფეხბურთის ლეგენდაა, გუნდელებმა კი ეგრევე დაინახეს მასში ლიდერის თვისებები. ადაპტაციის პერიოდი შესანიშნავად დასრულდა.

რას ელით რაულისგან?

დარწმუნებული ვარ რომ იმედებს არ გაგვიცრუებს. რაული დღემდე ინარჩუნებს იმ საბრძოლო შემარტებას, რომელმაც იგი "მადრიდის" ლეგენდად აქცია. იმედი მაქვს, რომ იგი ამას ჩვენ გუნდშიც შემოიტანს.

ეს მას უფრო ბუნდესლიგაში დაეხმარება თუ ჩემპიონთა ლიგაზე ?


ვიცნობ რაულს და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ იგი ორივე ტურნირზე წარმატებული იქნება. იგი ლეგენდარული სპორთსმენია, რომელიც ყოველთვის გამოდის მოედანზე მხოლოდ გამარჯვების მოსაპოვებლად.


საბოლოოდ ხურადოც შეიძინეთ. რას შემოიტანს თქვენ თამაშში "ატლეტიკოდან" გადმოსული ფეხბურთელი ?

ხურადო შესანიშნავ ნიჭს ფლობს, ძალიან მსურს მალე დავბრუნდე გელზენკირხენში და პირადად გავესაუბრო მას. ასევე მე მადლობა უნდა მოვუხადო ხელმძზღვანელობას იმისათვის, რომ გუნდის გასაძლიერებლად ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი მომიყვანეს.

ინფორმაციის წყარო: As.Com dle 10.1

  • n1ka
  • 5 სექტემბერი 2010
  • 1750
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (25)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)