"მადრიდში" ახალი ზიდანი გაჩნდა

"მადრიდში" ახალი ზიდანი გაჩნდა
"ზიზუ" უკვე დიდი ხანია არ ასპარეზობს "სამეფო კლუბის" თეთრ მაისურში, მაგრამ "მადრიდის" სპორტულ ბაზაზე უფრო და უფრო ხშირად იხსენებენ ფრანგ ლეგენდას. ამის მიზეზი არა ნოსტალგიაა, არამედ 15 წლის ენცო ზიდანის შესანიშნავი თამაშია, რომელსაც თავის ასაკის მიუხედავად უკვე აქვს ლეგენდარული მამის ბევრი თვისება.


მადრიდული კანტერა დაკავებულია ახალი ზიდანის აღზრდით. საუბარი სულაც არ მიდის რომელიმე რიგით ნიჭიერ ყმაწვილზე, რომელსაც ფრანგ ჯადოქარზე: ამჯერად თავისი შესანიშნავი თამაშით აალაპარაკა ხალხი თვით "ზიზუს" უფროს შვილმა-ენცო ალან ზიდან ფერნანდესმა. ზიდანის პირველი შვილი (რომელსაც მის გარდა კიდევ სამი ბიჭი ჰყავს-ლუკა, ტეო და ელიასი) აგრძელებს წარმატებულ სვლას მადრიდული კანტერის საფეხურებზე და უკვე 15 წლის ასაკში აჩვენებს ყველას საფეხბურთო ნიჭს მამამისის არსენალიდან. სხვანაირად ვერც იქნებოდა, რადგან ბიჭს უბრალო სახელიც კი არ აქვს:მას "ენცო" ლეგენდარული ურუგვაელი ფეხბურთელი, ენცო ფრანჩესკოლის საპატივისცემოდ დაარქვეს. "პრინცით" (ასე ეძახდნენ ფრანჩესკოლის) ყოველთვის აღშფოთებული იყო ზინედინ ზიდანი.

ამ სეზონიდან მოყოლებული ენცო გამოდის "მადრიდის" ახალგაზრდულ გუნდ "Cadete A"-ში, ფეხბურთელებისათვის გვარად "ზიდანი"-ჩვეულ პიზიციაზე-ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე, თავდასხმელების ზურგს უკან. ენცოს ბურთის ფლობის ტექნიკას არ შეაქვს ეჭვი მის ნიჭსი, ზურგზე დაწერილი "10" ნომერი კი მხოლოდ ამტკივებს იმ მნიშვნელოვან როლს, რომელიც გუნდის ნახევარმცველს უკავია. ზუსტად ამ ნომრით თამაშობდა საფრანგეთის ნაკრებში ზინედინ ზიდანი და უდიდეს შედეგებსაც აღწევდა..

რამოდენიმე დღის წინ "AS"-ის ჯურნალისტებმა თავად ადევნეს თვალი ენცოს თამაშს ვალდებებასას სავარჯიშო ბაზაზე, სადაც გაიმართა "Cadete A"-ს გუნდის მატჩი "Adidas"-ის მიერ შედგენილ ახალგაზრდა ვარსკვლავების გუნდის წინააღმდეგ. მადრიდელებმა მოწინააღმდეგე 3-0 დაამარცხეს, ენცო კი მოედანზე ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო, მიუხედავად იმისა რომ მან გოლის გატანა ვერ შეძლო. ზიდანმა მოედანზე მხოლოდ 1 ტაიმი დათმო, მაგრამ ესეც კი საკმარისი აღმოჩნდა მისი შესანიშნაობის დამტკიცებაში " თავიდან მან თავის ჩამოიგდო ბურთი მკერდზე და რამოდენიმე ფეხბურთელის მოტყუებით შეტევა დაიწყო, შემდეგ თავი სწრაფი ფლანგის გარღვევითა და ფეხბურთელების მოტყუებით გამოიჩინა და ბოლოდ გააკეთა რამოდენიმე პასი ცარიელ ზონაში, რომლებიც გოლად სასწაულმა ვერ აქცია. ეს არის მცირე აღწერა იმის, თუ რა მოახერხა ამ პატარა ბიჭმა მხოლოდ 45 წუთში. საბოლოო სილამაზეს მხოლოდ ლეგენდარული მამის დრიბლინგი აკლდა, მაგრამ იმაში ეჭვის შეტანაც კი არაა საჭირო რომ ენცოს არსენალში ეს ტექნიკური ცრუმოძრაობა არსებობს. თავის დროზე, 12 წლამდელთა საერთაშორისო საკლუბო ტურნირზე, რომელიც 2007 წელს გაიმართა, ენცომ ყველა ზუსტად იმ მარსელის "რულეტკის" მეშვეობით აალაპარაკა.

ახალგაზრდა ენცოს ნიჭი ახარებს მადრიდული კანტერის მწვრთნელებსა და კლუბის ხელმძზღვანელებს ისე, რომ ხორხე ვალდანომაც კი ვერ შეიკავა თავი კომპლიმენტისაგან:"ეს ბიჭი ყველაფერში გავს თავის მამას."

მიუხედავად ამისა, ზინედინ ზიდანთან შეთანხმებით "მადრიდში" ყველაფერს აკეთებენ რათა დაიცვან ყმაწვილი ნეგატიური ზეწოლისაგან. პრესაც ყველაფრის გაკეთება და გამჟღავნება აქვს აკრძალული, რაც ენცოს ეხება.

"მადრიდის" კანტერაში მოსვლის შემდეგ 2001 წელს (იმის შემდეგ რაც სამეფო კლუბში ზიდანი გადმოვიდა) ენცო ხშირად იყო აღნიშნული კლუბის ინტერნეტ გვერძე და სტატისტიკურ მონაცემებში სახელად ენცო ფერნანდესი, რათა მორიდებობა ბავშვის ნამდვილი გვარით გამოწვეულ აჟიოთაჟს.

ბავშვის ნამდვილი ნიჭი სავარაუდოდ სულ მალე გამოიწვევს ნამდვილ ომს საფრანგეთსა და ესპანეთის შორის, რადგან ორივეს სურს ფეხბურთელის ხილვა ახალგაზრდულ ნაკრებში. მიუხედავად იმისა რომ იგი ბორდოში დაიბადა, მას შეუძლია ესპანეთის ნაკრებში თამაში, რადგან მისი ბებია და ბაბუა დედის მხრიდან ალმერიიდან არიან. ენცო უკვე არაერთხელ გამოიძახეს მადრიდული ავტონომიის რეგიონის 16 წლამდელთა ნაკრებში, სანტი დენია კი (16 წლამდელთა ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი) ყურადღებით ადევნებს თვალს ლეგენდარული გვარის შთამომავალს. "მადრიდში" კი კმაყოფილნი არიან და ხვდებიან, რომ სულ მალე მათ კლუბში ახალი ზიდანი ითამაშებს.


ოჯახური ლეგენდის გაგრძელება : ლუკა და ტეო

ზიდანის ოჯახის საფეხბურთო ლეგენდა ენცოთი არ მთავრდება. "ზიზუს" პირველი შვილის შემდგომ დიდი ფეხბურთის კარში უკვე აკაკუნებენ ზინედინის უმცროსი შვილები ლუკა და ტეო, რომლებიც ასევე პირდაპირ არიან დაკავშირებულნი სამეფო კლუბის კანტერასთან.

ლუკა ზინედინ ზიდანი დაიბადა 1998 წლის 13 მაისს და სულ ახლახან დაიწყო თამაში "Infatil"-ის კატეგორიის გუნდში მეკარის პოზიციაზე. მცირე ასაკიდან ლუკა ძალიან აკვირვებდა მამას არა ფინტებითა და რულეტკებით, არამედ მეკარის სეივებით. მაგრამ ამაში კარგი მხარეც არსებობს, ლუკას არჩევანი ხელს უწყობს მას ენცოსთან ერთად ივარჯიშოს მადრიდში მყოფ საოჯახო სახლის მცირე ეზოში. ლუკა პროგრესირებას განაგრძობს: განვლილ ნაციონალურ ტურნირზე 12 წლამდელთა კატეგორიაში მან "ბარსასთან" შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაშ ითამაშა, მადრიდის საბავშვო გუნდის შემადგენლობაში კი ესპანეთის რეგიონების ნაციონალურ გათამაშებაში ფინალამდე მივიდა.

ზიდანის მესამე შვილ ტეომ ხუთი წლის ასაკში დაიწყო ვარჯიში კლუბ "კანილიასში" ორტალესიდან, რომელიც არის ესპანეთის ბავშვური ფეხბურთის ერთ-ერთი ფლაგმანი.საინტერესოა, რომ იქვე ვარჯიშობს რონალდოს შვილი. "კანილიასისა" და "მადრიდს" შორის შეთანხმება არსებობს, რომლის თანახმადაც ნიჭიერი აღზრდილები ნებიმიერ დროს შეძლებენ სამეფო კლუბის საბავშვო გუნდში გადმოსვლას და Benjamin-ის კატეგორიაში თამაშს.

ინფორმაციის წყარო: As.Com dle 10.1

  • n1ka
  • 5 სექტემბერი 2010
  • 2234
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (25)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)