ანჩელოტი:,,კრიტიკას ჩემ თავზე ვიღებ

კარლო ანჩელოტიმ „ლაიფციგთან“ დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.


„თანხები და ჯარიმები? რაც გასახდელი იყო, ყველაფერი გადავიხადე. დარწმუნებული ვარ, მოსამართლის მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მე არასდროს მქონია ფინანსური პრობლემები და ყველაფერი მალე გაირკვევა.“

„ბედნიერი ვარ, რადგან გუნდი 1/4 ფინალში გავიდა, მაგრამ ბევრი ვიტანჯეთ და კარგად არ გვითამაშია. ფეხბურთელების მატჩის შემდეგ გასახდელში ვესაუბრე და ვუთხარი, რომ მოედანზე აბსოლუტური ქაოსი გვქონდა, ეს არ იყო ჩვენი საკადრისი გამოსვლა. დღეს გვქონდა მცირე ინტენსივობა, დაბალი პრესინგი და ასე შემდეგ, მეტოქე კი ძალიან მონდომებული იყო. მოხარული ვარ, რომ 1/4 ფინალში გავართ, თუმცა კრიტიკულები უნდა ვიყოთ და შეცდომების გაანალიზება შევძლოთ.“

„მახსოვს ჩემი მწვრთნელობის პირველი ეტაპი და „შალკესთან“ მატჩი, სადაც იგივე პრობლემა გვქონდა. ხანდახან ასეც ხდება ხოლმე, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე მსგავსი გამოსვლა არ გვეპატიება. ტაქტიკა იმიტომ შევცვალე, რომ ნახევარდაცვა გამეძლიერებინა და გერმანული გუნდის კონტრ-შეტევები ამერიდებინა თავიდან, თუმცა 5 ნახევარმცველით თამაშმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, სწორედ ამიტომ, მეორე ტაიმში მოედანზე როდრიგო შევიყვანე.“

„ბერნაბეუზე სტვენა ისმოდა და ეს გასაგებია, რადგან გუნდი საშინლად თამაშობდა. მე ვიღებ კრიტიკას, რომელიც ჩვენს მიმართ არსებობს. დავაყენებდი თუ არა იგივე თერთმეტეულს? რა თქმა უნდა, არა!“

„დარწმუნებული ვარ, მომდევნო ეტაპზე უფრო სანახაობრივი ღამეები გვექნება ბერნაბეუზე, „რეალს“ ეს შეუძლია, დღევანდელი საღამო კი შედეგიდან გამომდინარე, მაინც პოზიტიურად უნდა ჩაითვალოს.“

„სქემა მეორე ტაიმში შევცვალე, ხოლო 4-3-3 სისტემაზე გადასვლამ კიდევ უფრო მეტი ვერტიკალურობა მოგვიტანა. ვთვლი, რომ მატჩში ქაოსი სწორედ ტაქტიკურმა ცვლილებებმა განაპირობა.“

„ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი? მეტ-ნაკლებად ინფორმაცია მაქვს, მაგრამ ყველა დეტალს არ ვიცნობ, თუმცა ცალსახად ვიტყვი, რომ ნებისმიერი ფორმატი, სადაც მატჩები კიდევ უფრო მეტია, არ არის კარგი ფეხბურთელებისთვის.“

„კამავინგას არაფერი სჭირს, ის ტაქტიკური ცვლილების გამო გავიდა მოედნიდან, ფრანგია აბსოლუტურად ჯანმრთელია.“ dle 10.1


1

7 მარტი 2024 13:39

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 317
BICHEBI KEPAS RA CHIRS KIDE TRAMVA AQ?

2

7 მარტი 2024 14:24

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2095
არ გამოვა რეალისგან იუვენტუსი არაა! რით ვერ გაიგო ამ ჩემისამ

3

8 მარტი 2024 02:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 97
არა თქვენ მოიგებთ უეჭველი ლიგას🤣

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (358)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)