ვასკესი:„ვნახოთ, რა მოხდება მბაპესთან დაკავშირებით, სიახლე ბევრია“

ლუკას ვასკესმა „სევილიას“ დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა...


„ინტენსიური თამაში გვქონდა, არ ვნებდებოდით და გოლის გატანაც ბევრჯერ ვცადეთ, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში იღბალი ჩვენს მხარეს არ იყო. ვფიქრობ, ერთზე მეტი გოლის გატანა შეგვეძლო. ფედერიკო ვალვერდე მეტოქის კარის აღებასთან ძალიან ბევრჯერ იყო ახლოს.“

„გუნდი ძალიან კონცენტრირებული და მოტივირებულია. ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ ჩემპიონობისკენ. მთავარი მიზანდასახულობაა.“

„მსაჯებთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვი. არბიტრები ამ დაპირისპირებაში ბევრჯერ გამოჩნდნენ ყურადღების ცენტრში.“

„მბაპე? იზოლირებულეიბ არ ვართ და ჩვენც ვეცნობით ინფორმაციებს, რომელიც პრესაში იწერება. ვნახოთ რა მოხდება, სიახლე ყოვლედღიურად ბევრი ვრცელდება, თუმცა ამ ეტაპზე ის „პსჟ“-ს ღირსებას იცავს.“

„კროოსი გადაწყვეტილებას თავად მიიღებს. პირადად ჩემი აზრით, გერმანელს შეუძლია „რეალს“ არა ერთი, არამედ ორი ან სამი წელი დაეხმაროს. ის შესანიშნავ ფორმაშია.“

„ლუკა მოდრიჩის ყურებით უნდა დავტკბეთ, ის არის ფეხბურთელი, რომლის თამაშიც არამხოლოდ ქომაგებს, არამედ თანაგუნდელებსაც დიდ სიამოვნებას ანიჭებს. მოდრიჩის გოლი გადამწყვეტი გამოდგა.“ dle 10.1

  • Hala
  • 26 თებერვალი 2024
  • 493
  • 1

1

26 თებერვალი 2024 11:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2059
ილიას გაახსნევინეს თამაში, მთელო პუბლიკა ფეხზე იდგა. მთელმა სავარსკვლავეთმა ფოტოები გადაიღო როგორც რიგითმა გულშემატკივარმა და ბოლოს პერესი შეხვდა და მაისური აჩუქა. ამაზე დიდი დაფასება რამე არის კიდევ??

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (251)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)