მოდრიჩი:„სერხიო რამოსი ჩემი ძმა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდაა“

ლუკა მოდრიჩმა „სევილიას“ დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა...


„ურთულესი მატჩი იყო და მძიმე გზით ვიარეთ, თუმცა ასეთი მატჩების მოგება კიდევ უფრო დიდ სიამოვნებას გვანიჭებს. „სევილიამ“ მაქსიმუმი სცადა, მაგრამ საბოლოო ჯამში გამარჯვება ჩვენ გვხვდა წილად და აქტივში 3 მნიშვნელოვანი ქულა ჩავიწერეთ.“

„სერხიო რამოსი ბერნაბეუზე დაბრუნებით აღფრთოვანებული იყო, მე მას ვესაუბრე გუშინ, დღეს და ახლაც. ესპანელისთვის ეს ემოციები რა თქმა უნდა დაუვიწყარია. სერხიო ჩემი ძმა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდაა. მატჩის შემდეგ მას მაისური ვთხოვე, მაგრამ არ მომცა, რადგან ჩემზე გაბრაზებულია (იცინის), თუმცა საუბრის შემდეგ ის მაინც დავითანხმე.“

„ხშირად უნდა გარისკო და დაარტყა შორიდან. ვარჯიშებზე ბევრს ვმუშაობთ ამ კომპონენტზე. მიხარია, რომ გამიმართლა და გოლის გატანა შევძელი.“

„ლა ლიგაში 3 ქულის მოპოვება მნიშვნელოვანი იყო, რადგან მდევრები მაქსიმალურად ცდილობენ საუკეთესო შედეგების ჩვენებას. ჩვენმა შეუპოვრობამ და ბრძოლის ჟინმა გამარჯვება მოგვიტანა.“

„როდესაც „რეალის“ ფეხბურთელი ხარ, ვალდებულებას იღებ იბრძოლო ბოლომდე და არასდროს დანებდე.“ dle 10.1

  • Hala
  • 26 თებერვალი 2024
  • 10853
  • 2

1

26 თებერვალი 2024 11:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2059
ლუკა შენ თუ წახვალ მაგრა გამიტყდება. 1 წელიც დარჩი ბიჭო რა ფორმაში ხარ, ხატავდი გუშინ

2

26 თებერვალი 2024 12:32

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 161
ბებერმა კიდევ გადაგვარჩინა და 3 ქულაც მოიტანა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (244)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)