ანჩელოტი:„მოდრიჩი სუპერპროფესიონალია, მან მომავალი უნდა გადაწყვიტოს“

კარლო ანჩელოტიმ „სევილიასთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.


„ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო, როგორც პირველ ტაიმში ასევე მეორე ტაიმში უმაღლეს დონეზე ვითამაშეთ, ბევრი მომენტი შევქმენით და საბოლოო ჯამში გოლიც გავიტანეთ. ვასკესის გოლთან დაკავშირებით ნამდვილად შეიძლება კითხვების დასმა, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ, ვინაიდან მსაჯთა კოლეგიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.“

„ჩემი ყვითელი ბარათი? ემოციების მოთოკვა ვერ მოვახერხა და სწორედ ამიტომ, არბიტრი ჩემთან მოვიდა და გამაფრთხილა.“

„მოდრიჩი სრულყოფილი ფეხბურთელი და სრულფასოვანი ადამიანია, გადაწყვეტილებას თავად მიიღებს. პირადად ჩემი აზრით წუთების რაოდენობას ხარისხი სჯობს.“

„არდა გიულერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შევცვალე, რადგან თამაშის სცენარი შეიცვალა. მე ფეხბურთლებთან არ მჭირდება დამატებითი ახსნა-განმარტებების გაკეთება, რადგან მთავარი გუნდური ინტერესია.“

„ლუკიტა ნამდვილად არ ჰგავს 39 წლის ფეხბურთელს, ის საოცარ ფორმაშია და დღეს გადამწყვეტი როლი ითამაშა. ხორვატი დიდ პროფესიონალიზმს იჩენს.“

„ამ სეზონში ჯუდ ბელინგემს და ხოსელუს ბევრი გოლი აქვთ გატანილი. სამწუხაროდ, არცერთი არ იყო ხელმისაწვდომი, მაგრამ გუნდმა მაინც პროდუქტიული თამაში აჩვენა.“

„წავა თუ არა მოდრიჩი, მისი გადასაწყვეტია, იგივს თქმა შემიძლია ნაჩეტესა და კროოსზე. კლუბი აბსოლუტურად ღიაა მათთან მიმართებაში.“

„ლუკას უკვე ვუთხარი, რომ თუ „რეალს“ დატოვებს, მე მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, თუმცა რა თქმა უნდა, მსურს, რომ მასთან დიდხანს ვიმუშაო.“

„მოდრიჩმა დღეს კიდევ ერთხელ მაჩვენა, რა რთულია მისი სკამზე დატოვება, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ამის გაკეთება მიწევს, სხვა გზა უბრალოდ არ მაქვს.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 26 თებერვალი 2024
  • 2084
  • 1

1

26 თებერვალი 2024 11:39

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2059
ანჩე ცოტა მეტი დრო მიეცი მოდრიჩს, ამ ბოლო დროს ძაან დაჩაგრე და მასე არ შეიძლება. ვალენსიასთან დააყენე სტარტში და დასვი კროოსი, ან დაასვენე ვალვერდე. ასეთ ფორმაში მყოფ კაცს
რატო
აფუჭებ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (249)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)