ანჩელოტი:„ენდრიკი ზაფხულიდან შემოგვიერთდება“

სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ „სევილიასთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ძალიან კარგად ვივარჯიშეთ და ვფიქრობ, რომ „სევილიასთან“ დაპირისპირებას უმაღლეს დონეზე შევხვდებით. ჩვენ გვჭირდება ქულები, ისევე როგორც „სევილიას“. დაძაბულ და სანახაობრივ ბრძოლას ველი.“

„ლუკა მოდრიჩის მომავალი სამწვრთნელო შტაბში? ამაზე საუბარს ჟურნალისტებთან არ ვაპირებ. ხორვატი ფეხბურთელი თავად გადაწყვეტს, რა სურს და რა გზით ივლის.“

„ტონი კროოსი? დიახ, მან მითხრა გერმანიის ნაკრების შესახებ. ნახევარმცველის ყველა გადაწყვეტილებას პატივს ვცემ.“

„არდა გიულერი სათამაშოდ მზად არის, მას არანაირი პრობლემა არ აქვს.“

„ადრეც გითხარით და ახლაც შემიძლია გავიმეორო, რომ ფერლან მენდი დაცვის მარცხენა ფლანგზე მსოფლიოში საუკეთესოა.“

„კროოსს რჩევები არ სჭირდება, ის ჩემი შვილი არ არის. მომავალთან დაკავშირებით ტონი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას.“

„ვინისიუს ჟუნიორი შეტევის მარცხენა ფლანგზე ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს, თუმცა შეუძლია როგორც ცენტრალურ თავდამსხმელად თამაში, ასევე მარჯვნიდან შეტევა.“

„რუდიგერი მზად არის. გერმანელ ფეხბურთელს „სევილიასთან“ დაპირისპირებაში სასტარტო შემადგენლობაში ვიხილავთ.“

„სერხიო რამოსს ბერნაბეუზე შესაბამის პატივს მიაგებენ, ამაში დარწმუნებული ვარ, ის „რეალის“ ლეგენდაა.“

„კროოსსა და მოდრიჩს შორის არჩევანის გაკეთება მართლაც ძალიან რთულია. ორივე მოთამაშე უდიდეს კლასს ფლობს.“

„როდესაც 80 ქულას მივაღწევთ, ლა ლიგის მოგებასთან ძალიან ახლოს ვიქნებით. ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი.“

„ენდრიკ ფელიპე? ის ზაფხულიდან შემოგვიერთდება, ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. ბრაზილიელს ველით.“ dle 10.1

  • Hala
  • 24 თებერვალი 2024
  • 11911
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (239)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)