კიკე სანჩეს ფლორესი:„რამოსი პროფესიონალია და ჩვენი გუნდისთვის იბრძოლებს“

„სევილიას“ მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სანჩეს ფლორესმა მადრიდის „რეალთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.


„სერხიო რამოსი უდიდესი ფიგურაა. მესმის, რომ ის სახლში ბრუნდება და სანტიაგო ბერნაბეუზე უდიდეს ოვაციებს იმსახურებს, თუმცა „სევილიაც“ მისი სახლია. ამ კლუბში მნიშვნელოვანი წლები გაატარა და ადგილობრივი გულშემატკივრების დიდი პატივისცემით სარგებლობს. დარწმუნებული ვარ, ესპანელი ფეხბურთელი ძალიან დიდ პროფესიონალიზმს გამოიჩენს და ყველაფერს გაიღებს „რეალის“ დასამარცხებლად, რადგან ის ახლა „სევილიას“ ღირსებას იცავს, რომელსაც ძალიან სჭირდება ქულები.“

„ანდალუსიური გუნდის ფეხბურთელები რამოსისგან დიდ გამოცდილებას იღებენ, ის რა თქმა უნდა ყველაზე მეტ ცოდნას ფლობს, რომელიც წლების მანძილზე „ბლანკოსსა“ და „პსჟ“-ში ასპარეზობის დროს დააგროვა.“

„2008 წლის შემდეგ „სევილიას“ ბერნაბეუზე არ მოუგია, მაგრამ ეს არის მხოლოდ სტატისტიკა და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ნავსი გავტეხოთ. ბერნაბეუზე ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება, აქედან გამომდინარე, სტატისტიკა არაფერს შეცვლის.“

„„სევილიას“ იმაზე გაცილებით ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, ვიდრე ამას გუნდი აჩვენებს და სატურნირო ცხრილშია ასახული. გულშემატკივრები მომთხოვნები არიან და ეს სრულიად ლოგიკურია. სეზონის ბოლომდე სიტუაციის მნიშვნელოვანი გამოსწორება გვმართებს და ამისთვის ყველაფერს ვიღონებთ.“

„ბერნაბეუზე რა თქმა უნდა, „რეალი“ იგრძნობს მხარდაჭერას, მაგრამ ჩვენს გუნდს ყოველთვის დაყვებიან ერთგული გულშემატკივრები და მხურვალედ გვაგრძნობინებენ იმ პატივისცემას, რომელიც მხარეებს შორისაა ჩამოყალიბებული.“

„მამაჩემი „რეალის“ რიგებში 5 წლის განმავლოასი მოღვაწეობდა და კარგად ვიცი, რას ნიშნავს „ბლანკოსი“, ეს არის აღმაფრთოვანებელი კლუბი უდიდესი მიზნებით და ამოცანებით.“

„თუ „რეალის“ დამარცხება გვსურს, სიმამაცე უნდა გამოვიჩინოთ, „ბლანკოსის“ ფეხბურთელების შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება არ მივცეთ და ჩვენს თავს ვაჯობოთ, სწორედ ეს უნდა იყოს წარმატების საიდუმლო.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 24 თებერვალი 2024
  • 583
  • 1

1

24 თებერვალი 2024 13:47

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2059
კიკეს პატივს ვცემ, რამდენი წელია კაი ტრენერია მაგრამ ტოპ მწვრთნელად ვერ შედგა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (232)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)