„სევილიასთან“ მატჩისთვის მზადება დასკვნით ფაზაში შედის

„მერენგები“ ლა ლიგის მომდევნო ტურისთვის მზადებას განაგრძობენ.


კარლო ანჩელოტის ფეხბურთელები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ საწვრთნელ ბაზაზე და მორიგი ვარჯიში გამართეს.

თავდაპირველი გახურების შემდეგ გუნდმა მწვანე მინდორზე გადაინაცვლა და ბურთთან ერთად ივარჯიშა. ყურადღება გამახვილდა მოკლე სივრცეში ზუსტ და კომბინაციურ თამაშზე, ტაქტიკურ მონახაზებზე, კარში დარტყმებზე, პრესინგსა და სტანდარტულებზე.

ანტონიო რუდიგერი გუნდთან ერთად ვარჯიშობს და დატვირთვებს იღებს, თუმცა ითამაშებს თუ არა „სევილიას“ წინააღმდეგ ჯერ კიდევ უცნობია.

ხვალ „რეალი“ კიდევ ერთ ვარჯიშს გამართავს, რომელსაც დასკვნითი ხასიათი ექნება. dle 10.1

  • Bernabeu
  • 23 თებერვალი 2024
  • 964
  • 5

1

23 თებერვალი 2024 20:45

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2643
ჩემპიონთა ლიგის სიმბოლური ნახეთ? შეტევაში:ოსიმენი, ლევანდოვსკი და არნაუტოვიჩია🤣🤣🤣 დაბდდღვნიდნენ ყველაფერს ეს სამი ერთად🤣

ეე ბიჭო თუ ვარჯიშობს და შეუძლიაა ყველაფერი რაღა არ იციან ითამაშებს თუ არა. რაღას ავარჯიშებენ თუ არ უნდა ათამაშონ . აღარაა სიფრთხილის დრო, სევილიაც და ვალენსიაც თავს გაიგიჟებენ და დაცვაში დაგვჭირდება რუდი. ნაჩოს იმედად ჩემი მტერი იყოს.

2

24 თებერვალი 2024 00:03

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 776
ხოსელუც გაიტეავმაო და 2-3 კვირით გამოაკლდება

3

24 თებერვალი 2024 01:17

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 528
მოკლეთ მალე ალბათ ფეხბურთელები არ დაგვრჩება.ხოსელუც დაიმტვრა

4

24 თებერვალი 2024 01:40

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1857
სოსიედადი-ვილიარეალი რა საინტერესოდ განვითარდა მოვლენები, მეთქი კუბო დაახევს ბურთს თავზე, სურათიც ასე გამოიყურებოდა(ბურთის ფლობა/დარტყმები), მაგრამ 0-2-ს აგებს no

სევილიასთან რა გამოდის? ალაბა-რუდიგერი-მილიტაო-კურტუა-ბელინგემი-ხოსელუ დაშავებულია, კარვახალს წითელი აქვს და კამავინგას 5 ყვითელი... რაღაც ფრის სუნი მცემს...

5

24 თებერვალი 2024 03:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2643
ერთი ორი კასტილიელი მცველი ამოწიოს ამ ჩემისამნდამმისცეს შანსი ვინმეს, შეიყოო რააა. ვასკესს და ნაჩოს როგორ ვერ აჯობებენ როგორ დავიჯერო

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (251)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)