მბაპე 10 ნომერს მოირგებს, რადგან ლუკიტა მიდის

მადრიდის „რეალი“ კილიან მბაპეს 10 ნომრიან მაისურს შესთავაზებს, რადგან ლუკა მოდრიჩის გუნდიდან წასვლა გადაწყვეტილია...


სამეფო კლუბი ამ ნომერს არცერთ შემთხვევაში არ შეეხებოდა, ვინაიდან მას გუნდის ლეგენდარული ფეხბურთელი ატარებს, თუმცა ლუკას სათადარიგო სკამზე ჯდომა არ სურს, ამიტომ წასვლა ამჯობინა.

„მარკას“ ინფორმაციით, მოდრიჩსა და „რეალს“ შორის ახალ კონტრაქტზე საუბარი აღარ მიმდინარეობს და ხორვატი შემოთავაზებების განსახილველადაც არის მზად.

მოდრიჩი თვლის, რომ დიდ ფეხბურთში მინიმუმ 2 წლის განმავლობაში უნდა დარჩეს.

რაც შეეხება მბაპეს, „რეალში“ 9 ნომერი თავისუფალია, თუმცა მას ეს ციფრი არ ხიბლავს, „10“-იანი კი სრულიად მისაღებია.

„მერენგებში“ კილიანის ნომერი რაც შეიძლება მალე უნდა გადაწყდეს, ვინაიდან გაზაფხულზე „ადიდასი“ ძალიან დიდი რაოდენობის მაისურების დამზადებას გეგმავს. dle 10.1

  • Hala
  • 19 თებერვალი 2024
  • 1485
  • 3

1

19 თებერვალი 2024 19:21

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2643
ლუკიტას წასვლა კია გადაწყვეტილი, მაგრამ კიდე რამდენიმეა წასასვლელი. დეივისი თუ მოვიდა ფრანი ან მენდი უნდა წავიდეს, პლიუს ვასკესი და ნაჩო, გადააბან ეერთანეთს და ორივე გაუშვან. რეალში დაბერდნენ და რატომ აჩერებენ დღემდე გუნდში და რატო თამაშობენ აქ ამდენი წელი ვერ გამიგია! ვერც ერთმა ვერ ისწავლა თამაში! ნაჩოს რომ გამოყავს ხოლმე გუნდი როგორც კაპიტანს ეგ.ხო პიკია ხოლმე ხოლმე! რა ნაჩოს კაპიტნობა ბიჭო, რეალია! ნაჩოს რაიოშიც არავინ დააყენებდა კაპიტნად!

2

19 თებერვალი 2024 19:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2059
ნაჩოს მარტო იმ
შემთხვევაში გაუშვებენ თუ იოროს იყიდიან, მაგაშიც ეჭვი მეპარება.

ვასკესს რაც შეეხება, მანდ მარჯვენა მცველის ტრანსფერის გარეშე არაფერი გამოვა. კარვა გვყავს მარტო

3

19 თებერვალი 2024 19:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9058
მოდრიჩის გუშინდელი პასის მერე ვასკესი რომ გაუკეთა კუთხურის ალამთან, მივხვდი რომ დიდ ფეხბურთსი დიდად ვეღარ გაქაჩავს და დროა ან თავი დაანებოს ან ეგეც ფულზე გაიყიდოს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (232)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)