„რაიო ვალეკანო“ ძალიან ცოტა გოლს იტანს

მადრიდის „რეალის“ მომდევნო მეტოქე „რაიო ვალეკანო“ ლა ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებშედეგიანი გუნდია.


„ვალეკასის“ მკვიდრებს ლა ლიგის 24 დაპირისპირებაში მხოლოდ 21 გოლი აქვთ გატანილი და „მალიორკასთან“ ერთად ყველაზე ცუდ შედეგს აფიქსირებენ.

ბოლოადგილოსანი „ალმერიაც“ კი 22 გოლით იწონებს თავს და „რაიო ვალეკანოზე“ კარგი შედეგი აქვს.

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მადრიდელები გასავარდნ ზონაში არ არიან, მყარი დაცვაა. დიახ, „ვალეკანო“ ცოტას იტანს, მაგრამ ასევე ცოტას უშვებს.

აღსანიშნავია, რომ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში „რაიოს“ უფრო ნაკლები გოლი აქვს გაშვებული (32 გოლი), ვიდრე „ბარსელონას“ (34 გოლი).

ასევე ხაზგასასმელია, რომ „რაიო“ გახლავთ ერთადერთი გუნდი, რომლისთვისაც ანჩელოტის გუნდს ჯერ-ჯერობით გოლი არ გაუტანია, თუმცა წინ 90 წუთია.

24 დაპირისპირებაში „რეალის“ მოწინააღმდეგემ 5 მოგება, 9 ფრე და 10 წაგება დააფიქსირა, საერთო ჯამში გუნდის ანგარიშზე 24 ქულაა, საიდანაც მხოლოდ 8 მოიპოვა საშინაო არენაზე, ხოლო დანარჩენი 16 გასვლით მატჩებში, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდი „ვალეკასზე“ იმდენად ეფექტური არ არის, როგორც გასვლით დაპირისპირებებში. dle 10.1

  • Bernabeu
  • 18 თებერვალი 2024
  • 343
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (251)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)