"რეალს" ხურადოს დაბრუნება შეეძლო

ბევრი თვლის, რომ ხოსე მანუელ ხურადო - მადრიდული კანტერის ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია გუტის დროიდან მოყოლებული. თითქოს ამის დასადასტურებლად, გერმანულ "შალკე 04"-მა რაულის რეკომენდაციით ფეხბურთელი 11 მილიონ ევროდ შეიძინა. საინტერესოა, რომ ასეთ ფასში გაყიდა სამეფო კლუბმა რაფაელ ვან დერ ვაარტი.


"მადრიდს" არაერთხელ შეეძნო საკუთარი აღზრდილის დაბრუნება უკანასკნელი რამოდენიმე წლის მანძილზე. ორი დღის წინ "ატლეტიკომ", რომელშიც ხურადო თამაშობდა, შეატყობინა სამეფო კლუბის ხელმძზღვანელობას "შალკეს" ინტერესის შესახებ და დაინტერესდა, აპირებენ თუ არა "თეთრები" ფეხბურთელის გამოსყიდვას. მაგრამ "ბლანკოსი" დღესაც განიცდის ნახევარმცველების ბუმს გუნდში და მათ უარი განაცხადეს 15 პროცენტიანი ფასდაკლების გამოყენებით ფეხბურთელის დაბრუნებაზე..

წინ ასეზონში "მადრიდს" ჰქონდა აზრად ხურადოს დაბრუნება. ამ მხრივ "რეალი" ორმაგად მოიგებდა : ჯერ ერთი გუნდი მიიღებდა ნიჭიერ, გამოცდილ ნახევარმცველს და მეორე : გუნდი დაამტკიცებდა რომ ნებისმიერ წუთში აქვს კანტერის იმედი. ყველა მხრიდან ეს წარმატებული და გამართლებული ტრანსფერი იქნებოდა. ახლა კი გამოდის, რომ "მადრიდმა" ფეხბურთელი გაზარდა, "ატლეტიკომ" კი თავის დროზე იგი 3 მილიონ ევროდ შეიძინა. შესაბამისად, ამ ტრანსფერით 8 მილიონი ევრო შემატა კლუბის ბიუჯეტს..

კიკე სანჩეს ფლორესი დარწმუნებულია, რომ მის გუნდში ყოფნისას ხურადომ დიდი გამოცდილება მიიღო და თავი მებრძოლ ფეხბურთელად წარმოაჩინა. ფორლანი, კუნი და სიმაო არც ერთი წუთით არ ისვენებდნენ, რადგან მათ ზურგს უკან იდგა თამაშებზე მონატრებული ხურადო, რომელსაც შეეძლო მათი ადგილის დაკავება ძირიტად შემადგენლობაში. ერთი სიტყვით, "ატლეტიკოს" სიხარულს ამ ტრანსფერისგან საზღვარი არ აქვს, ისინი კმაყოფილნი დარჩნენ

ელიას იზრაელი-გაზეთ "ას"-ის ჟურნალისტი.

ინფორმაციის წყარო: As.Com dle 10.1

  • n1ka
  • 4 სექტემბერი 2010
  • 1481
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)